ეფრემ ურუმაშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო

ეფრემ ურუმაშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო

person access_time2016-03-25 16:14:27

საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ახალი სისტემის მიღმა რჩება – ამ თემაზე გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორმა-ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა ისაუბრა. 


- რამდენად დროული იყო ეს გადაწყვეტილება და თქვენი აზრით რატომ გადავადდა მოგების გადასახადის რეფორმა? 


- ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეეხება მოგების გადასახადს და არამარტო მოგების გადასახადს, ვრცელდება იმპორტზე და ასევე მოიცავს საგადასახადო ამნისტიის ელემენტებს. ძალიან კარგია, მაგრამ ვთვლი, რომ დაგვიანებულია. უმჯობესი იქნებოდა მთავრობას ამაზე საუბარი წლის დასაწყისიდან დაეწყო და წელს უკვე შედეგები გვქონოდა სახეზე. 2 წლის წინ დავიწყეთ მოგების გადასახადის რეფორმაზე საუბარი ბიზნეს და სხვადასხვა ასოციაციების მეშვეობით და შესაძლებელი იყო წლის დასაწყისში უკვე სრულყოფილი ფორმით ყოფილიყო. 


- თქვენ ადასტურებთ ბიზნეს საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტებს, რომ ფისკალური წელიწადი და დაგეგმვა ამ საკითხში აუცილებელია? 



- რა თქმა უნდა, ყველა ინვესტორი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ასევე მსხვილი ინვესტორი და მსხვილი ბიზნესი თავისი საქმიანობის დაგეგმვას ახორციელებს ერთი წლით ადრე და პერიოდულად ახალი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში არ უნდა დავაწიოთ. სისტემური მიდგომა უნდა ქონდეს სახელმწიფოს, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესმენმა იცოდეს წლის დასაწყისიდან რა რეალობაში იწყებს ბიზნესის კეთებას. აქედან გამომდინარე, გასულ წელს ჩვენი შეთავაზება იმით იყო განპირობებული, რომ გასულ წელსვე ყოფილიყო  მიღებული მოგების გადასახადის რეფორმა და მომხდარიყო ესტონურ მოდელზე გადასვლა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის რეფორმა რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტარდება. მისასალმებელია და ძალიან წაადგება ბიზნესს. 


- რა მოლოდინები აქვთ ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია რეფორმის შესახებ? რა რეაქცია ქონდათ რეფორმის შემდგომი წლის დასაწყისიდან განხორციელებაზე?


- ყველა ის ინვესტორი, რომელიც არის ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში და აკეთებს ბიზნესს, მათ უკვე აქვთ ურთიერთობის გარკვეული პრაქტიკა როგორც სახელმწიფოსთან ასევე ზოგადად ბიზნეს სექტორთან. გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება და აქვთ განხორციელებული ინვესტიციები. ისე რფორმა რაც დღეს ხორციელდება მოგების გადასახადის კუთხით, შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომლის თაობაზეც საუბარი გვქონდა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან და ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, აუცილებლად გამოსასწორებელია. 


- რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის არგუმენტი, რომ მთავრობის მიერ რეფორმის გადადების მიზეზი იყო წლევანდელი შემოსავლები? 


- ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო, მაგრამ ძირითადი არგუმენტი რაც მე მოვისმინე, იყო თვითონ ბიზნეს ასოციაციის და ბიზნეს ასოციაციების მხრიდან გაჟღერებული, რომ ის წელი, რომელიც ბიზნესმა დაიწყო, უნდა დახურულიყო იმ ფორმატში, რა ფორმატშიც დაიწყო. ეს მიუთითებს, რომ რეფორმა ადრე რომ დაწყებულიყო, წელს უკვე გვექნებოდა ამ რეფორმით სარგებლობის საშუალება. 


- აღნიშნეთ, რომ აქტიური კონტაქტი გაქვთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომელ მთავარ პრობლემას გამოყოფდით და ითვალისწინებენ თუ არა ბიზნესის კომენტარებს? 
 

- გამოვყოფდი 2 ძირითად პრობლემას, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმა შეიცავს. ეს არის ის, რომ დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ქართული კომპანია წარმოადგენს უცხოური კომპანიის დაფუძნებულს და უცხოეთიდან იღებს დივიდენდს, ეს დივიდენდი გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. ამ სქემის მიხედვით ქვეყანაში ხდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ თავისუფალი საინვესტიციო ფულის ქვეყანაში შემოტანა. დღევანდელ რეალობაში ამ ფულით სარგებლობა ქვეყანას 5% უჯდება. დღევანდელი რეფორმის მიხედვით ეს ნაწილი არის გაუქმებული, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ერთი დამატებითი იაფი ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყარო  არ არის გათვალისწინებული. კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ მოცემული მოგების გადასახადის რეფორმაში ცალსახად წერია, რომ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, გარდა საგადასახადო კოდექსით დარიცხული ჯარიმა-საურავებისა, დაიბეგრება მოგების გადასახადით. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი ბიზნესისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული მოგების გადასახადის რეფორმა ითვალისწინებს საგადასახადო ამნისტიის საკმაოდ მცირე ელემენტს, რომელიც მიუთითებს, რომ თუ კომპანიები ან იურიდიული პირები 2010 წლის 31 დეკემბრამდე დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებები აქვთ აღიარებული და შემდეგი 4 წელი მათ არ ჩაუბარებიათ დეკლარაცია და არ ქონიათ ბიზნეს აქტივობა მათ ეპატიებათ მოცემული ვალდებულება, რაც საერთო ჯამში რომ ავიღოთ, ძალიან მცირეა.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up