„ეფეს საქართველო“ სახელმწიფოს 40,000 ლარის ღირებულების სწრაფი  ტესტებით დაეხმარება

„ეფეს საქართველო“ სახელმწიფოს 40,000 ლარის ღირებულების სწრაფი ტესტებით დაეხმარება

access_time2020-05-08 10:07:40

“ნატახტარის მწარმოებელმა” კომპანია „ეფეს საქართველომ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა.


„ეფეს საქართველო“ აგრძელებს საჭიროებების შესაბამისად ფინანსური რესურსების გამოყოფას და კვლავინდებურად მონაწილეობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. „პირველ რიგში, ჩვენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ვეხმარებოდით, ახლა კი ქვეყანაში დადგა ვირუსის სწრაფად გამოვლენის აუცილებლობა და ვცდილობთ ამ საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“ - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მთლიანობაში „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 200 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.


კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა; ასევე ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. გარდა ამისა, კომპანია „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად, უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს, დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა. ასევე, კომპანიამ მხარი დაუჭირა პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, ფინანსურად დაეხმარა ბარმენებს. ბარმენთა ასოციაციის უმუშევრად დარჩენილმა 500-მდე წევრმა სასურსათო ვაუჩერი მიიღო.


„ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი.



(R)





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up