კომპანია Edelman-ის ანალიტიკოსებმა ყოველწლიური, მე-20 რეიტინგი Edelman Trust Barometer-ი წარადგინეს, რომელიც სოციალური ინსტიტუტების მიმარ ხალხის ნდობას ეძღვნება. რეიტინგი მსოფლიოს 27 ქვეყანასა და ჰონგ-კონგში მცხოვრები 34 000 ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.
2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმს არსებული ფორმით უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. 74% მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში უსამართლობას გრძნობენ, დაaხლოებით ამდენივეს კი ცვლილებები სურს.
რესპონდენტთა 47% ელის, რომ 5 წლის შემდეგ თავად ისინი და მათი ოჯახები უკეთესად იცხოვრებენ, ვიდრე ახლა. ყველაზე ოპტიმისტურად კენიის, ინდონეზიის და ინდოეთის მოსახლეოობაა განწყობილი, ყველაზე პესიმისტური მოლოდენიბი კი იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში აქვთ.
გამოკითხულთა 83%-ს სამსახურის დაკარგვის შიში აქვს. მიზეზებს შორის ისინი რეცესიის მოლოდინს, უნარჩვევევების არქონასა და უცხოელების მხრიდან კონკურენციას ასახლებენ.
ამასთან, კვლევა აჩვენა, რომ ბიზნესის, ხელისუფლების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ ხალხის ნდობა მცირდება.
imedinews