Economst: როგორ იმოქმედებს პანდემია მეგაპოლისებზე

Economst: როგორ იმოქმედებს პანდემია მეგაპოლისებზე

access_time2020-06-22 20:30:34

სულ რამდენიმე თვის წინ დიდი ქალაქების განვითარების შეჩერება შეუძლებელი იყო. წლების მანძილზე ისეთი მეგაპოლისები, როგორც ნიუ-იორკი, ლონდონი და პარიზია სულ უფრო მდიდრები და განვითარებულები ხდებოდნენ.საუკუნის დასაწყისიდან მათ ძალიან ბევრ სირთულეს გაუძლეს და არაერთი კრიზისი გადაიტანეს -ტერორისტული შეტევები,2008-2009 წლის გლობალური კრიზისი, პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც ნაწილობრივ მათ თვითდაჯერებულობით და კეთილდღეობით აიხსნება.


შესაძლოა, მათი მაგიური წინსვლა და განვითარება დასასრულს უახლოვდება. ასეთ მოლოდინები საფუძველს მოკლებული არაა.კორონავირუსმა ყველაზე მეტად სწორედ ყველაზე წარმატებული და გლობალური ქალაქები დააზარალა - მაგალითად, შტატებში ვირუსისგან გარდაცვლილთა 19%-ი  სწორედ ნიუ-იორკზე მოდის, მაშინ, როდესაც იქ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობს.


საფრანგეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა შორის ყოველი მე- 4  სწორედ პარიზიდანაა.


ეს ყველაფერი დიდი ქალაქების ცხოვრებაზე დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს.კარანტინის და შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად,დაინფიცირების შიში ნორმალური ცხოვრების აღდგენას კვლავ აფერხებს.კერძოდ, ლონდონი სადღეისოდ თავისი შესაძლებლობების 15%-ზე მუშაობს.


ეს ვითარება დიდ ქალაქებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.მეგაპოლისები ხალხმრავალი ქუჩების, რესტორნების და თეატრების ხარჯზე ვითარდებიან, თუმცა, ამ დროისთვის ქუჩებში სიჩუმეა, ხოლო ამ ტიპის დაწესებულების დიდი ნაწილი დახურულია.ეს ნიშნავს მათთვის ქალაქელი მომხმარებლების დაკარგვას და მომსახურეობის სფეროში მომუშავე მიგრანტებისთვის ნამდვილ კატასტროფას ნიშნავს.


კორონავირუსმა პირველ რიგში, სწორედ იმას შეუტია, რაც ამ ქალაქების წინსვლის და წარმატების სიმბოლოა. ისინი წარმატებულები იქ მცხოვრები ადამიანების ენერგიის, შრომისუნარიანობის და ფანტაზიის შედეგად არიან.მაგალითად,ამერიკელები,რომლებიც მილიონიან ქალაქებში ცხოვრობენ,სხვებზე 50%-ით პროდუქტიულად შრომობენ.დღეს ბევრ ადამიანს ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა აქვს. ბევრი სახლში მუშაობს, დიდმა ნაწილმა კი აღმოაჩინა, რომ დისტანციური მუშაობა ძალიან მოსწონს.



მაგალითად, კომპანია Facebook-მა, რომელის ბოლო წლების მანძილზე ოფისებს აქტიურად აშენებს, განაცხადა, რომ ეპიდემიის დასრულების შემდეგაც კი თანამშრომელთა ნაწილს დისტანციურად მუშაობის უფლებას მისცემს.დიდი საფრთხის ქვეშ უძრავი ქონების ბაზარიცაა, რადგანაც დისტანციურ თანამშრომელთა წილის ზრდის ფონზე, საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებაცაა მოსალოდნელი.


ასევე მაღაზიებს და რესტორნებს დიდი ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში, სავარაუდოდ, მოგება შეუმცირდებათ.მათ მოუწევთ საოფისე თანამშრომლების, სტუდენტების და ტურისტების რაოდენობის მკვეთრი კლებისთვის ადაპტირება.


თუ ისინი საბოლოო ჯამში, კლიენტებს დაკარგავენ, მაშინ ქალაქები რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ნიუ-იორკის საბიუჯეტო სამსახური „ბნელ პერსპექტივებზე და სრულ გაურკვევლობაზე“ საუბრობს, ხოლო მერია შიშობს, რომ 2 მომდევნო წლის მანძილზე ქალაქის ბიუჯეტი 8 მლრდ. დოლარს დაკარგავს.ამას საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, მომსახურეობის ხარისხის გაუარესება, საშუალო ფენის გადინება და კრიმინალის ზრდა მოჰყვება.


თუმცა, ქალაქებს დიდი მდგრადობაც აქვთ და ისინი თავიანთ ფასეულობას ინარჩუნებენ. მეგაპოლისი - ისეთი ადგილია, სადაც ადამიანებს შრომის, ქსელების შექმნის და ურთიერთქმედების სწავლის საშუალება აქვს. ოფისი, თუნდაც ნახევრად ცარიელი  ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-კულტურის და კორპორაციული უნარ-ჩვევების შეძენისთვის, ამიტომაც, მათი საბოლოო გაჩერება წარმოუდგენელია.


იმედია, რომ დიდი ქალაქების რეალობასთან ადაპტირებას მოახერხებენ მაშინაც კი, თუ იქ ბანკირები და პროგრამისტები არ ჩამოვლენ და თავიანთ ქალაქგარე ვილებიდან იმუშავებენ.შესაძლოა, ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ კრიზისის შემდეგ მეგაპოლისებში ცხოვრება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მათ ხელმძღვანელებს უკვე დღეს უწევთ ფიქრი  როგორ დააბრუნონ ოფისებში ადამიანები, რომლებსაც გადატვირთულ ავტობუსებში და მეტროს ვაგონებში ჭეჭყვა არ სურთ.


ქალაქების ხელმძღვანელები დღეს უკვე ველობილიკების და გზების საფეხმავლო ნაწილების გაფართოებაზე და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო რაციონალურ გამოყენებაზე ფიქრობენ. ეს იმისთვის, რომ თავიდან ქალაქებში კერძო ავტოტრანსპორტის ნაკადის ზრდა და საცობები აირიდონ.


ასევე,იგივე მიზნით, კერძო მანქანის გამოყენების და საპარკინგე ადგილების გაძვირების შესაძლებლობებიც განიხილება.დიდ ქალაქებს სჭირდებათ მეტი ავტონომია და თვითმმართველობა. მეგაპოლისები აუტანელი არიან, თუმცა, მათ ქვეყნების ბიუჯეტებში ძალიან დიდი თანხები შეაქვთ.


გარდა ამისა, მათ არა მხოლოდ ფინანსური ძრავის როლი ეკისრებათ - მეგაპოლისები მოქალაქეთა ჩამოყალიბების ერთგვარი მანქანებიც არიან.


წყარო:economist.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up