Economist: ტურიზმის აღდგენას „ვაქცინური ქაოსი“ აფერხებს

Economist: ტურიზმის აღდგენას „ვაქცინური ქაოსი“ აფერხებს

access_time2021-07-31 18:00:06

მსოფლიოს პანდემიამდელი ცხოვრების რიტმში დაბრუნების კუთხით საუკეთესი ლაკმუსის ქაღალდი ტურიზმის აღდგენა იქნება.

 

2020 წელს საერთაშორისო ტურიზმი 74%-ით შემცირდა, რაც უპრეცედენტო მასშტაბის ვარდნაა - მაგალითისთვის, 2008 წლის მაისში ამ მაჩვენებელმა 4% შეადგინა. ბოლო პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობები განახლდა, განსაკუთრებით წარმატებული ვაქცინაციის ფონზე.

 

თუმცა, ვაქცინები ბევრია და სხვადასხვა ქვეყნებში ზოგ პრეპარატს აღიარებენ, ზოგს კი არა. მაგალითად, ევროკავშირი არ შეუშვებს თავის ტერიტორიაზე უცხოელებს, რომლებიც აცრილები არიან პრეპარატ Covishield-ით,  იმის მიუხედავად, რომ ის AstraZeneca-ს ასლია.

 

ვაქცინა იწარმოება ინდოეთში, რომლის მთავრობაც ევროკავშირს საპასუხო ზომებით ემუქრება, რადგანაც ბრიუსელის გადაწყვეტილება Covishield-ის გავრცელებას ხელს აშკარად შეუშლის - მაგალითად, ეს ვაქცინა აქტიურად გამოიყენება ბრიტანეთში და სავარაუდოდ, ბრიტანელები მისდამი ინტერესს დაკარგავენ, როგორც კი გაიგებენ, რომ ევროკავშირში ვერ იმოგზაურებენ.

 

ტურისტული საიტის VisaGuide.World-ის მონაცემები აშკარად ცხადჰყოფს, რამდენად მრავალფეროვანია ვაქცინების აღიარების მოზაიკა. ყველაზე ფართოდ მსოფლიოში გავრცელებულია AstraZeneca,  რომელსაც  119 სახელმწიფო სცნობს. ამის საპირისპიროდ, ჩინურ CanSinoBio-ს სულ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს.

 

პრობლემა მხოლოდ მოგზაურობებით არ შემოიფარგლება. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად შტატებში, აცრილი უცხოელებისთვის ბარებში და რესტორნებში შესვლა აკრძალულია.


 

ტურისტული ინდუსტრია შიშობს, რომ ამ ტიპის შეზღუდვები ადამიანებს უცხოეთში მოგზაურობის სურვილს დაუკარგავს.  საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორის ნიკ კარინის თქმით, მთავრობებს შორის ვაქცინების აღიარების კუთხით ერთიანობის არარსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ტურისტული სექტორის აღდგენას აფერხებს.

 

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ბრიუსელის აკრძალვას ყურადღება არ მიაქცია, და

Covishield-ს აღიარებს, თუმცა ჩინური პრეპარატების აღიარებისგან ისინიც კი თავს იკავებენ.

 

ჩინურმა ვაქცინებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან აღიარება კი მიიღეს, მაგრამ მათ ცდებში დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამო მათ მიმართ სხვა ქვეყნების ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალია.

 

და ეს მაშინ, როდესაც ევროპის ტურისტული სექტორისთვის ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა - 2019 წელს ევროკავშირს 12 მლნ. ჩინელი ტურისტი ესტუმრა.

 

სავარაუდოდ, ამ წელს საერთაშორისო აღიარებისთვის კიდევ რამდენიმე ვაქცინა იბრძოლებს და მათ შორის ბევრს ამ გზაზე სირთულეები ელის, განსაკუთრებით ეს ავტორიტარულ ქვეყნებში დამზადებულ პრეპარატებს შეეხება, რადგანაც იქ საზედამხედველო ორგანოები პოლიტიკურ ხელისუფლებას ემორჩილებიან. შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხევაში ნებისმიერ ვაქცინას დაამტკიცებენ - პირველ რიგში ეს ჩინეთს, რუსეთს და კუბას შეეხება.

 

სადღეისოდ, ვაქცინებთან დაკავშირებული გაუგებრობები და ერთიანი წესების არარსებობა ტურისტული ინდუსტრიის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რჩება. 2021 წელი მოგზაურებს დაამახსოვრდებათ, როგორც გაურკვევლობის და სასაზღვრო ბიუროკრატიის წელი.

 

economist.com





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up