Economist: კორონავირუსი შესაძლოა კაცობრიობის მუდმივი დაავადება გახდეს

Economist: კორონავირუსი შესაძლოა კაცობრიობის მუდმივი დაავადება გახდეს

access_time2021-02-15 18:30:50

    შესაძლოა, კორონავირუსი ენდემური, ანუ კაცობრიობისთვის დამახასიათებელი, მუდმივი დაავადება გახდეს. მაგალითად, ისეთი, როგორც გრიპი, რომელსაც ყველა უკვე მიეჩვია.

 

მთავრობები უნდა დაფიქრდნენ, რით უნდა უპასუხონ ამ გამოწვევას.

 

მართალია, ვაქცინები ძალიან სწრაფად შეიქმნა და ისინი მოსალოდნელზე ეფექტურები აღმოჩნდნენ, თუმცა, დღეს უკვე ნათელია - ამ გზით კორონავირუსის საბოლოოდ მოშორება შეუძლებელია.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსზე აცრილია 148 მლნ. ადამიანი. არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვაქცინაცია დაავადებისგან სრულად არ იცავს, თუმცა, სიმპტომებს არბილებს და სიკვდილიანობას ამცირებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

 

ეს შესაძლებელს ხდის ლოკდაუნის ეტაპობრივ გაუქმებას და ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების განახლებას.  თუმცა, კარგი ახალი ამბების მიუხედავად, ცხადია, რომ covid 19-ს თავისი „საქმეები“ კაცობრიობასთან ჯერ არ დაუსრულებია და ის გაქრობას უახლოეს პერიოდში არ აპირებს.

 

ეპიდემიოლოგები დღეს უკვე თანხმდებიან იმაზე, რომ ვირუსი სავარაუდოდ, ადამიანებს შორის საცხოვრებელ ადგილს დიდი ხნით დაიმკვიდრებს და ეს სერიოზული გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის.

 

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დედამიწაზე მცხოვრები თითქმის 8 მლრდ. ადამიანისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინების წარმოება საკმაოდ რთული ამოცანაა. მაგალითად, ვაქცინაციის ტემპების მხრივ ლიდერ-ქვეყანაში, ბრიტანეთში, 50 წელზე უფროსი ყველა ადამიანის აცრა უკეთეს შემთხვევაში მაისში დასრულდება.

 

განვითარებადი ქვეყნების 85%-ში ვაქცინაცია ჯერაც არ დაწყებულა და არავინ იცის როდის დაიწყება.


 

კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობის კიდევ ერთი მიზეზია ახალი შტამები, რომლებიც ვაქცინების მოქმედებას მნიშვნელოვნად ასუსტებენ. არაა გამორიცხული, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები, რომლებიც ბრიტანეთში, ბრაზილიაში, და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ვაქცინირების შედეგად კორონავირუსის წინა ვერსიისადმი გამომუშავებულ იმუნიტეტს დაანგრევენ, და ყველაფერი თავიდან დაიწყება.

 

ერთადერთი იმედია ამ შემთხვევაში, რომ აცრილი ადამიანის იმუნიტეტი მაინც უფრო ძლიერი იქნება, და ვირუსის ახალი შტამის მიერ გამოწვეული დაავადება ნაკლებად მძიმე იქნება.

 

კოვიდის გავრცელების გაგრძელების მესამე მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმის ბევრი  შემთხვევა იქნება. პირველ რიგში ეს ბავშვებს შეეხება - დღეს არსებულ არც ერთ ვაქცინას ბავშვების აცრისთვის აუცილებელი ნებართვა არ გააჩნია.

 

გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებადში, მთავრობებისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ამიტომაც მათი მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობს.

ერთ-ერთი გამოსავალია კოლექტიური იმუნიტეტი, თუმცა, მისი გამომუშავებისთვის დაავადება მოსახლეობის მინიმუმ 80%-მა უნდა გადაიტანოს, ამას კი ბევრი დრო სჭირდება. თანაც ეს ახალი შტამების პრობლემას არ ხსნის - მათ მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი ვერ იმოქმედებს.

 

მოკლედ, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობების ახალ რეალობასთან ადაპტირება მოუწევთ - კოვიდი ენდემური, და კაცობრიობისთვის დამახასიათებელი დაავადება გახდება.

 

ქვეყნებს კოვიდთან ურთიერთობების ახალი ფორმების შემუშავება მოუწევთ, რადგანაც შეუძლებელია ეკონომიკის მუდმივი დაკეტვა. საყოველთაო საგანგებო ზომების დრო უკვე აშკარად იწურება, და მთავრობებმა ფიქრი ვირუსთან თანაარსებობის გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა დაიწყონ.

 

სავარაუდოდ, აქცენტი მედიცინის გაძლიერებაზე, და ცალკეული ადამიანების პასუხისმგებლობის ზრდაზე გაკეთდება. პირბადეები, სოციალური დისტანცირება, კოვიდ-პასპორტები, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის შეზღუდვა,  და ა.შ. - ყველაფერი ეს არა საგანგებო ზომები, არამედ ყოველდღიური რუტინა გახდება.

 

მოწყვლადმა კატეგორიებმა სიფხიზლე თავად უნდა გამოიჩინონ, და საკუთარი ცხოვრება ისე დაგეგმონ, რომ ვირუსისგან რაც შეიძლება მეტად დაცულები იყონ.

 

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გარდაუვალია, რადგანაც შეუძლებელია ნორმალური ცხოვრებისკენ ადამიანების ლტოლვის დიდხანს ჩახშობა - ბოლოს და ბოლოს ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი მოქალაქეების მოთმინებას ზღვარი აქვს.

 

economist.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up