Economist: IMF-ის პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურია

Economist: IMF-ის პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურია

access_time2020-08-11 19:00:20

მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთში 500 მლნ. ადამიანი კარანტინში იყო, ვირუსი კი იტალიას იპყრობდა. ამ დროს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 0,1%-ით შემცირებას პროგნოზირებდა. უკვე აპრილში IMF რეცესიის ალბათობას ჯიუტად არ განიხილავდა, და რეალისტურ მაჩვენებლად 3%-ან ზრდას მიიჩნევდა. ივნისში პროგნოზი 3%-დან 1,1%-მდე შეამცირა, თუმცა, ყველა შემთხვევაში საუბარია თუნდაც მინიმალურზე, მაგრამ ზრდა მაინც იყო.


ზოგადად, ეკონომიკის პროგნოზით დაკავებული ადამიანები- დიდი ოპტიმისტები არიან. ისინი ვარდნას იშვიათად წინასწარმეტყველებენ. ადამიანური ბუნება, სტიმულები, და პოლიტიკური ზეწოლა ამ პროცესში უხეშად ერევიან, მაგრამ ეს ისეთი უწყინარი ამბავი არაა, როგორს ერთი შეხედვით ჩანს.


საერთაშირისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზები შესაძლოა ღარიბი ქვეყნებისთვის საზიანო აღმოჩდნეს. ინვესტორები პროგნოზებს საკუთარი მოქმედებების დაგეგმარებისთვის იყენებენ, ზრდის მოსალოდნელი მაჩვენებლები შესაძლოა გადამწყვეტი სახელმწიფო ხარჯების დადგენის დროსაც აღმოჩნდეს.


საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებს ასევე ცალკეული ქვეყნების გადახდისუნარიანობის და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის აუცილებლობის განსაზღვრისთვისაც მნიშვნელოვანია.


კანადაში ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევა გარკვეული კავშირი IMF-ის პროგნოზებს და ეკონომიკურ კრიზისებს შორისაც დაადგინა. კერძოდ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეკონომიკური ზრდის 1%-ით გადაჭარბებული პროგნოზი, 3 წელიწადში 1%-თ ვარდნას იწვევს. მთავრობები და ბიზნესი ოპტიმისტური შეფასებებიდან გამომდინარე დავალიანებას ზრდიან, შემდეგ რეალური ზრდა გაცილებით ნაკლები გამოდის და ამ დროს პრობლემებიც იწყება.



ეკონომიკური ზრდის პროგნოზირება საოცრად რთული საქმეა და სწორი შედეგების მიღებას ზედმეტი ოპტიმიზმი და ვარდისფერი სათვალეების ტარება ხელს ნამდვილად არ უწყობს. პრობლემად ასევე საჭირო მაჩვენებლის მიღების მიზნით მთავრობების ზეწოლა რჩება - განსაკუთებით ოპტიმისტური შეფასებები მაშინ ხდება, როდესაც ქვეყნები IMF-ის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ.


აქ ეკონომისტების კვალიფიკაციის საკითხიც დგას - ღარიბ ქვეყნებში ანალიტიკოსები ნაკლებად გამოცდილები არიან, ამიტომაც მათი პროგნოზები უფრო მეტად უზუსტოა.


კრიტიკას ასევე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების არათანმიმდევრულობა იწვევს - მაგალითად, მდიდარ ქვეყნებში პანდემიის გამო ეკონომიკური ვარდნის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე ღარიბებში. ეს უცნაურია, რადგანაც თვითიზოლაციის ზომები თითქმის ყველგან ერთნაირია, თუმცა, ღარიბ ქვეყნებს შოკებზე რეაგირების შესაძლებლობები ნაკლები აქვთ, ხოლო იმპორტზე მკვეთრი დამოკიდებულება მათ ვალუტებს აუფასურებს, ვარდნაც საბოლოო ჯამში უფრო ღრმა გამოდის. შესაძლოა, ღარიბი ქვეყნების მაჩვენებლებს ხელოვნურად აუმჯობესებენ იმისთვის, რომ მათ ნაკლები დახმარება გამოუყონ - თუმცა, თავად ამ ორგანიზაციების ექსპერტები ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ.


ბოლო პერიოდში გავლენიანი და ჭკვიანი პოლიტიკოსები უფრო ზუსტი პროგნოზების მისაღებად სხვა ორგანიზაციებს მიმართავენ. ხშირად ღარიბი ქვეყნებისთვის ერთადერთი რეალური ალტერნატივაა მსოფლიო ბანკი. თუმცა, პრობლემები აქაც არის - ბოლო 10 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკის პროგნოზები აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ მეტი სიზუსტით გამოირჩეოდა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ლათინურ ამერიკაზე.


საბოლოო ჯამში გამოსავალი მარტივია - ადამიანებმა ეკონომიკური პროგნოზებზე გადაჭარბებული იმედები არ დაამყარონ - ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ზუსტი და კარგი პროგნოზი - მხოლოდ პროგნოზია. ის ეკონომიკაში არსებულ ვითარებას ასახვას და მოვლენების განვითარების ყველაზე რეალური ვარიანტი გამოჰყავს, თუმცა, გარანტირებული არაფერია. ეკონომიკური პროგნოზის სახით თქვენ იღებთ სასარგებლო ინფორმაციას, და არა მაღალ სიზუსტეს.


წყარო economist.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 


თეგები:
Imf



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up