Economist: გერმანულ ბიზნესს რუსეთის საწინაამღდეგო სანქციების არ სჯერა

Economist: გერმანულ ბიზნესს რუსეთის საწინაამღდეგო სანქციების არ სჯერა

access_time2021-03-30 20:00:39

70-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ დასავლეთ გერმანიაში, რუსეთის მიმართ კონკრეტული სტრატეგია ჩამოყალიბდა, რომლის არსიც მოსკოვთან არა კონფრონტაცია, არამედ ურთიერთქმედება და ვაჭრობაა.

 

დღეს ბერლინის დამოკიდებულება მოსკოვისადმი ყველაზე ნეგატიურია ბოლო წლების მანძილზე. განსაკუთრებით, ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვის და მისი გერმანიაში მკურნალობის შემდეგ. ეკონომიკასაც იგივე ეხება, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის წიმაამღდეგ შემოღებული სანქციების შემდეგ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის 80-და 45 მლრდ. ევრომდე დაეცა.

 

2007 წელს გერმანია რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, დღეს კი ის მეორე ადგილზეა, ჩინეთის შემდეგ. თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ რუსეთს და გერმანიას შორის საქმიანი კავშირები დღესაც ძლიერია, ხოლო ვაჭრობის შემცირება შესაძლოა რუბლის დევალვაციას და ნავთობ-გაზზე საერთაშორისო ფასების ვარდნას უკავშირდებოდეს.

 

ყირიმის ანექსიის შემდეგ გერმანული ექსპორტი რუსეთში შემცირდა, მაგრამ შემდეგ წლებში ისევ აღდგა. 2015 წელს გერმანული ინვესტიციები რუსეთში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა 3,5 მლრდ. ევრომდე. 2018 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 3,8 მლრდ.-ს შეადგენდა.

 

რუსეთში 4000-მდე გერმანული კომპანია მუშაობს, ვერც ერთი სხვა ევროპული ქვეყანა ამ მაჩვენებელს ვერც კი მიუახლოვდება. გერმანული კომპანიები რუსეთიდან წასვლას არ აპირებენ, პირიქით, ისინი მას დიდ და პერსპექტიულ ბაზრად მიიჩნევენ.

 

იქ ასევე საკმაოდ იაფი სამუშაო ძალაა და საბჭოთა პერიოდში ფიზიკა-მათემატიკით მასობრივი გატაცების წყალობით, ბევრია მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი. რუსეთ-გერმანიის სავაჭრო პალატის წევრი-კომპანიების რაოდენობა 2020 წელს 10%-ით გაიზარდა. და 1000-ს გადააჭარბა. მათ შორის 70%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ურთიერთობათა გაუარესება მათ არ აშინებთ, ხოლო 30% შტატების გაზრდას აპირებს.

 

ბიზნესი პოლიტიკურ დაძალაბულობასთან ადაპტირებას ახერხებს. გერმანული კომპანიები თავიანთ საქმიანობას რუსეთში არათუ არ ამცირებენ, არამედ ზრდიან, მაგალითად კომპანია Claas-მა 2015 წელს ქალაქ კრასნოდარში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში 120 მლნ. ევრო ჩადო და საწარმო გაფართოვებას აგრძელებს.


 

ფარმაკოლოგიურმა კომპანია Bionorica-მა ქალაქ ვორონეჟში ახალი ქარხანა გახსნა, რომლის აშენებაშიც 40 მლნ. ევრო დააბანდა, წარმოება ასევე მსოფლიოში თაბაშირ-მუყაოს პანელენის ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშემ Knauf -მაც გაზარდა. რუსეთში ის 15 ქარხანას ფლობს და სამუშაოს 4000 ადამიანს აძლევს.

 

Volkswagen-იც არსად მიდის, კომპანიის გენერალური დირექტორი ჰერბერტ დისი დასავლურ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ მწვავედ აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ „ბიზნესი სამთავრობო პოლიტიკის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს“.

 

ავტოკონცერნმა რუსეთში უკვე 2 მლრდ. ევროზე მეტი ჩადო და მის ქარხნებში კალუგაში და ნიჟნი ნოვგოროდში 6000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

 

კერძო საუბრებში გერმანელი მენეჯერები რუს ბიუროკრატებს აგინებენ, თუმცა,  დადებითად მოიხსენიებენ ადგილობრივ გუბერნატორებს, რომლებიც მათ ყველანაირად ეხმარებიან. მაგრამ, გერმანელი ბიზნესმენები კორუფციაზე არაფერს ლაპარაკობენ.

 

რუსული მცოცავი ავტორიტარიზმი მათში შეშფოთებას იწვევს, თუმცა, გერმანული, ისევე როგორც სხვა დასავლური ბიზნესი, დიქტატორული რეჟიმებთან ძალიან მშვიდად თანაარსებობს. და ეს ჩინეთის მაგალითზეც კარგად ჩანს.

 

ჰერბერტ დისის აზრს ბევრი გერმანელი მეწარმე იზიარებს - მათი აზრით კორპორაციები დიქტატურებს ვერ ამარცხებენ და ეს მათი საქმე არაა. თუმცა, რეალურად მათ რუსეთის ჩინეთისკენ შებრუნება აწუხებთ  - თუ ეს პროცესი გაგრძელდა, გერმანული ბიზნესი რუსულ ბაზარს დაკარგავს და მისი დაბრუნება რთული იქნება.

 

ამავე დროს 70-ან წლებში გამომუშავებული სტრატეგია მნიშვნელობას არც დღეს კარგავს - რუსული ბიზნესის ლობისტი ოლივერ ჰერმესი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან პოლიტიკური ურთიერთობების შეცვლა ვაჭრობის ზრდით დღესაც აქტუალურია.

 

 

„დაუზიანებელი მხოლოდ ეკონომიკური ხიდია დარჩენილი“ - ამბობს ის.

 

 

 

წყარო: economist.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up