Economist: ჩინეთის ფინანსური სისტემა საგარეო ექსპანსიას აძლიერებს

Economist: ჩინეთის ფინანსური სისტემა საგარეო ექსპანსიას აძლიერებს

access_time2020-06-18 20:00:42

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დღეს მსოფლიოში ჩინეთის გავლენა როგორც საგარეო პოლიტიკაში ასევე ინვესტიციების კუთხით სწრაფად იზრდება.საგარეო ექსპანსიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი საბანკო სისტემაა.ჩინური ბანკების აქტივები ამერიკული და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების ჯამურ აქტივებს აღემატება. 2016 წლიდან მათ მიერ საერთაშორისო ბაზარზე გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 11%-ით იზრდება.


ისინი კაპიტალის ბაზრებზეც აქტიურად მუშაობენ.2019 წელს ჩინურმა ბანკებმა საინვესტიციო-საბანკო საქმიანობიდან ყველა აზიურ, მათ შორის იაპონურ ბანკებზე 3-ჯერ მეტი მოგება მიიღეს.2008 წელს საერთაშორისო დაკრედიტების ბაზარზე ევროპული ბანკები უპირობოდ ლიდერობდნენ.მათზე ამ ბაზრის 71% მოდიოდა. თუმცა, ბოლო წლებში ევროპული ფინანსური ინსტიტუტების პოზიციები სუსტდება - სხვადასხვა მიზეზების გამო, მათი წილი 47%-მდე შემცირდა.


კორონავირუსის ეპიდემია ევროპული ბანკების საერთაშორისო პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს.მათ მიერ გათავისუფლებულ ნიშებს კი აზიელები ეპატრონებიან. პირველ რიგში კი  ჩინეთი.30 უმსხვილესი სისტემური და გლობალურად მნიშვნელოვანი ბანკის სიაში - 4 ჩინურია. საუბარია, ე.წ. „დიდ ოთხეულზე“ – „ჩინეთის ბანკი“, „ჩინეთს სამრეწველო და კომერციული ბანკი’, „ჩინეთის სამშენებლო ბანკი“ და „ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი“.


2012 წელს კი ამავე რეიტინგში მხოლოდ 1 ჩინური ფინანსური ინსტიტუტი იყო.


რა თქმა უნდა, ჩინური ბანკების ძირითადი საქმიანობაა მუშაობა შიდა ბაზარზე, სადაც მათი წილი თითქმის 98%-ია. საერთაშორისო ბაზარზე ფრთხილი და აუჩქარებელი გასვლა მათ სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ისინი აფინანსებენ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში, იღებენ დეპოზიტებს, ფულად ნაკადებს მართავენ.დიდი ოთხეულის ბანკებს ჩინეთის ფარგლებს გარეთ 618 ფილიალი აქვთ, ხოლო მათი წილი საერთაშორისო დაკრედიტების ბაზარზე ბოლო წლებში 5-დან 7%-მდე გაიზარდა.


განსაკუთრებით აქტიურად ისინი განვითარებად ქვეყნებს აფინანსებენ. პროგრამა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-ს ფარგლებში ჩინურმა ბანკებმა სხვადასხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 600 მლრდ. დოლარი გამოყვეს. თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად. არაოფიციალურად თანხა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს.


მხოლოდ „ჩინეთის ბანკმა“ 2013-2019 წლებში 600 პროექტის დასაფინანსებლად 140 მლრდ დოლარი გაიღო. ამ მარშრუტის ირგვლივ მდებარე ქვეყნებში ამ ბანკმა 76 ფილიალი გახსნა, და ეს მხოლოდ დასაწყისია.



ჩინეთის ფინანსური სისტემის თავისებურება იმაშია, რომ კომერციული ბანკები ე.წ. „პოლიტიკურ“, რეალურად კი, სახელმწიფო ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობენ.სახელმწიფო ბანკები - „ჩინეთის განვითარების ბანკი“ და „ექსპორტ-იმპორტის ბანკი“ ძირითადად ნაკლებად მომგებიან პროექტებს - პორტებს, სარკინიგზო და საავტომობილო გზებს აფინანსებენ.პარალელურად, დიდი ოთხეული კრედიტებს მომიჯნავე კომერციული პროექტებისთვის გამოყოფს - ძირითადად საუბარია სავაჭრო ცენტრებზე და უძრავ ქონებაზე.


კორონავირუსის პანდემიას სავარაუდოდ დიდი ოთხეულის ბანკების შემდგომი აქტივიზაცია მოჰყვება. გლობალური ჩინური კორპორაციები აზიის მიმართულებით აქტიურდებიან.თუმცა, ეს მარტივი ამოცანა არაა.ბანკ Morgan Stanley-ის დირექტორის ჯეიმს გორმანის თქმით, ამერიკულ ბანკებს დიდი უპირატესობა აქვთ.მათი შემოსავლის 60% შიდა ბაზარზე მოდის.ეს მაშინ, როდესაც გლობალური საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების 45%  სწორედ ამერიკული ეკონომიკიდან მოდის.


ასევე მსოფლიოს 5 უმსხვილესი და ყველაზე მაღალი მოგების მქონე ბანკი  სწორედ ამერიკულია. მეტიც, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ევროპაშიც კი, ადგილობრივ ევროპულ ბანკებს ავიწროებენ.


საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად საჭიროა კომპანიების და ინვესტორების გლობალური ქსელი, რომელიც ჩინელებს ჯერ არა აქვთ. თანაც, მათ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა აკლიათ.ასევე არც ისე წარმატებულია მათი უცხოელებთან ურთიერთქმედება.ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰონკონგში, მსხვილ ფინანსურ კორპორაციებს მოწინავე თანამშრომლები ტოვებენ. მიზეზი კი იმის გამო, რომ ეს კომპანიები ჩინელებმა იყიდეს.


თუმცა, ჩინური ბანკები გზის დასაწყისში არიან და ნელა-ნელა წინ მიიწევენ. მათ ამაში უზარმაზარი ფინანსური რესურსი ეხმარებათ, რომლიც წყაროც ადგილობრივი ბაზარია.ჩინური ფინანსური ინსტიტუტები თავიან პოზიციებს ჰონკონგში აძლიერებენ, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ცენტრი გახდა.


პეკინი თავის გავლენას და მიზიდულობის ძალას აზიაში სულ უფრო და უფრო აძლიერებს. 2019 წელს ჩინური ბანკების მიერ საინვესტიციო საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 12 მლრდ. დოლარს მიაღწია. ეს მაშინ, როდესაც 2000 წელს ეს მაჩვენებელი სულ რაღაცა 500 მლნ. დოლარს შეადგენდა.


ჩინური ფინანსური ბაზრის ზრდა უცხოელ ინვესტორებსაც იზიდავს. 2019 წელს ოფიციალურმა პეკინმა უცხოურ ბანკებს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების, აქტივების მართვის კომპანიების, საპენსიო ფონდების, სადაზღვევო და საბროკერო ფირმების შესყიდვის უფლება მისცა.„ჩინეთი იმიტომ იხსნება, რომ დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და უცხოელების არ ეშინია. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამ უცხოელებსაც ვაჯობებთ“ - ამბობს „ჩინეთის ბანკის“ ერთ-ერთი მმართველი.


უცხოური კომპანიების შემოშვებას პეკინში საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავენ.სწორედ ესაა მათი ძირითადი ინტერესი.ეს უკვე ნაცადი ხერხია. ჩინელებმა ის ავტოინდუსტრიაში გამოიყენეს.2007 წელს ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ თანამშრომლობა ბრიტანული ტრადიციული შავი ტაქსების მწარმოებელ LTI (London Taxis International)-თან დაიწყო.


2013 წელს ჩინურმა კომპანიამ ბრიტანული პარტნიორი მთლიანად შეისყიდა და დღეს Geely ინგლისში ელექტროტაქსებს ამუშავებს.ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც ჩინური ბიზნესის სტრატეგიას აჩვენებს, და სხვა დარგებზე არანაკლებად ეს ფინანსურ სექტორს ეხება.


წყარო:economist.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up