Ecological Indicators: მეგაპოლისების ჰაერი სიცოცხლის ხანგრძლივობას 9-11 წლით ამცირებს

Ecological Indicators: მეგაპოლისების ჰაერი სიცოცხლის ხანგრძლივობას 9-11 წლით ამცირებს

access_time2017-07-05 20:44:28

ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9-11 წლით მცირდება იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელი ელემენტების რაოდენობა ჰაერში 10 მიკროგრამს კუბურ მეტრზე მაღალია - წერს ჟურნალი Ecological Indicators.

 

„ბოლო წლებში ძალიან აქტუალური გახდა მავნე აირებით ატმოსფეროს დაბინძურების და ადამიანის ორგანიზმზე შესაძლო უარყოფითი გავლენის საკითხი. ეს თემა განსაკუთრებით გააქტიურდა იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც 2015 წელს „ფოლსკვაგენის ავტომობილების ეკოლოგიური სტანდარტების გარშემო აგორდა. ამის მიუხედავად ევროპის ბევრ ქვეყანას ჯერაც არ შეუძლია საკუთარი სტანდარტების მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ჩვერ რეალურად უნდა გავიგოთ, როგორ მოქმედებს გამონაბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობაზე და გამოვიმუშავოთ ზიანის შემცირების ოპტიმალური სტრატეგია - განაცხადა დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის პროფესორმა მიკაელ ანდერსენმა.

 

მეცნიერებს აინტერსებთ ადამიანების რაოდენობრივი ზრდის და საქმიანობის ზემოქმედება კლიმატზე და გარემოზე, რომელიც იყო მრეწველობის ეპოქის დადგომამდე, რომელთანაც დაკავშირებულია გლობალური დათბობა და ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერებების მკვეთრი ზრდა.

 

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვნით, ქალაქების მოსახლეობის 80% სუნთქავს ჰაერით, რომელშიც მავნე ნივთიერებების რაოდენობდა შესამჩნევად აღემატება მინიმალურად დასაშვებ ნორმებს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ეკოლოგიურად დაბინძურებულ და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის მქონე, გადატვირთულ მეგაპოლისებში.

 


ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ ავტომობილების და სამრეწველო საწარმოების მიერ ჰაერში გამოყოფილი მავნე აირების, მიკრონაწილაკების და გოგირდის ზეჟანგის გავლენა ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

 

ეკოლოგებს აინტერესებდათ ორი მაჩვენებელი - სიცოცხლის საშუალო ხანძლივობის სხვაობა დღეს და იმ დროს, როდესაც გარემოს დაბინძურება იყო შედარებით ნაკლები.

 

გათვლებმა აჩვენა, რომ ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა საშუალო ასაკზე არასათანადოთაა შეფასებული. მაგალითად, თუ ადამიანი ცხვოვრობს ეკოლოგიურად დაბინძურებულ რაიონში, ის კარგავს სიცოცხლის 10 წელს და კვდება საშუალოდ 78 წლის ასაკში, მაშინ როდესაც ეკოლოგიურად სუფთა რაიონში მცხოვრები - 88 წლის.

 

ჰაერის დაბინძურების ზრდა მხოლოდ 1 ნანოგრამით კუბურ მეტრზე, ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობას 9-11 წლით. მეცნიერებების გათვლით, 100 000 ადამიანიდან 100 იღუპება ეკოლოგიასთან დაკავშირებული ფაქტორების გამო.

 

„ეს მაჩვენებელი 5-ჯერ აღემატება ნორმას, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებმა უნდა გადახედონ არსებულ და უკვე მოძველებულ, ნორმებს - თვლის ანდერსონი.

 

 

ავტორ(ებ)ი: vestifinance.ru



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up