„ეჭვი მეპარება, სალომე ზურაბიშვილი რამეში იყოს გარეული“, - ქანთარია

„ეჭვი მეპარება, სალომე ზურაბიშვილი რამეში იყოს გარეული“, - ქანთარია

access_time2019-10-21 20:30:26

„ოპოზიციას ეს თემა ხმაურისთვის სჭირდება და ნებისმიერ უსაფუძვლო საკითხსაც მოჰკიდებს ხელს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. მაგრამ იმპიჩმენტის დაწყება სხვა რეალობაა და ვიდრე არ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, პარლამენტის დღის წესრიგში ეს საკითხი ვერ დადგება“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, შეწყალების საქმეში აშკარად იკვეთება დანაშაული და იმ შემთხვევაში, თუ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ წავა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებენ.

 

„ოპოზიციის ეს განცხადება არასერიოზულია. ეს თემა ხმაურისთვის სიჭრდებათ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და ნებისმიერ უსაფუძვლო საკითხსაც მოკიდებენ ხელს. რაც შეეხება იმპიჩმენტის დაწყების პროცესს, სხვა რეალობაა და მთელი რიგი პროცედურები სჭირდება.


 

„შეწყალების საკითხთან დაკავშირებით „ოცნებაშიც“, ბუნებრვია, გაკეთდა განცხადებები და არც ჩვენ მოგვეწონა ეს არჩევანი, თუმცა ეჭვი მეპარება, სალომე ზურაბიშვილი რამეში იყოს გარეული. ამ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, ჯერ-ჯერობით გამოძიების მიერ დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის, პარლამენტში ეს საკითხი განხილვაზე ვერ დადგება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

წყარო: რეზონანსი





პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up