ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ეჭვი არ ეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პირველი შედეგები გამოიღო უკვე ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც არის ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის წახალისებაზე და ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი და ზოგადად, ექსპორტის ზრდა ეს არის დიდი შემომტანი მთლიანად ეკონომიკურ ზრდაში და როგორც აქამდე მოგახსენებდით, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი დასრულდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდით.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და შევქმნათ მეტი დასაქმება ჩვენი პროგრამების საშუალებით", — განაცხადა ნათია თურნავამ.