echolize.com - პლატფორმა, რომელიც მარკეტერებსა და ინფლუენსერებს  ერთმანეთთან აკავშირებს

echolize.com - პლატფორმა, რომელიც მარკეტერებსა და ინფლუენსერებს ერთმანეთთან აკავშირებს

access_time2020-08-17 12:00:29

ადამიანებს, რომლებსაც მომხმარებლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ინფლუენსერებს უწოდებენ. მათ შეიძლება ჰქონდეთ ავტორიტეტი, ცოდნა, სამუშაო პოზიცია ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა აუდიტორიასთან და მომხმარებლებს მათი სწამთ ან პირდაპირ მათ ქცევებს იმეორებენ. ინფლუენსერები ხშირად აკონკრეტებენ პროდუქტის სპეციფიკაციებს და ინფორმაციას აწვდიან მომხმარებლებს ალტერნატივების შესახებ.


დროთა განმავლობაში ინფლუენსერებთან ერთად გაჩნდა ინფლუენსერ მარკეტინგიც. სხვადასხვა ბრენდმა დაიწყო ინფლუენსერებთან თანამშრომლობა, მაარკეტინგული კამპანიების ერთად დაგეგმვა და ამ გზით ცდილობენ გაყიდვებზე სტიმულირების მოხდენას. იმისათვის, რომ დღეს მომხმარებლის პროდუქტის შერჩევაზე ზეგავლენა მოახდინოთ საჭირო აღარაა იყოთ მსოფლიო დონის სელებრითი ან წარმატებული ბიზნესმენი. ადამიანებს, რომლებსაც 500-დან 2000-მდე მიმდევარი ჰყავს სოციალურ ქსელში სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებიან ბიზნესებისათვის, რადგან მაღალი „engagement rate” აქვთ და ძალიან კონკრეტულ სეგმენტთან ურთიერთობენ.


echolize.com არის პლატფორმა, რომელიც ბრენდებსა თუ მარკეტინგულ სააგენტოებს აკავშირებს ინფლუენსერებთან და ზოგადად კრეატორებთან, რომლებიც რაღაც ტიპის კონტენტს ქმნიან. Echolize-ის დახმარებით პროცესში ჩართულ მხარეებს აქვთ კომუნიკაცია და მათ ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და მართვა.


„ჩვენი პროდუქტის გაშვებამდე, მარკეტინგის მენეჯერებს უწევდათ კრეატორების ძებნა სოციალურ მედიაში, ფასების დადგენა და აუდიტორიის გადამოწმება. მოკლედ, რომ გითხრათ პროცესი სამართავად ძალიან მოუქნელი იყო. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ კამპანიის გაშვების შემდეგ სხვა ბევრ პატარა დეტალებზე ფიქრიც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვდა. ჩვენი პლატფორმა მხარეებს შორის კომუნიკაციას და ზოგადად პროცესებს ამარტივებს. ყველა მარკეტინგის მენეჯერისათვის კამპანიის დაგეგმვისა და მართვის გარდა ასევე მნიშვნელოვანია რეპორტინგის და შედეგების შეფასების ნაწილიც და ამ ყველაფერსაც Echolize სრულად ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში გვინდა, რომ ჩვენი მხარის ჩართულობა მინუმუმამდე დავიყვანოთ და მხარეებმა მხოლოდ პლატფორმის დახმარებით დამოუკიდებლად შეძლონ ინფლუენსერ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა,“ - გვიყვება კომპანიის ერთ-ერთი დამფუქნებელი გიორგი თუშურაშვილი.



Echolize-ის პლატფორმა გაშვების პირას იყო, როდესაც სტარტაპი აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო. იმ მომენტში სტარტაპისათვის ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა იყო და დამფუძნებლების მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს ფაქტორი გახდა, რის გამოც გადაწყვიტეს 500 Startups-ის პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა.


„500 Startups-თან თანამშრომლობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესო აქსელერაციის პროგრამაა, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. პირველ რიგში, მივიღეთ ძალიან ბევრი ტექნიკური ცოდნა და ზოგადად საქმის მიმართ მიდგომა შევცვალეთ მივესალმები საქართველოს ბანკის ამ წამოწყებას და მომწონს მათი პოზიცია, რადგან კარგად ესმით თუ რას ნიშნავს სტარტაპებისათვის დამოუკიდებლად და თან სწრაფად განვითარება. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ კერძო სექტორიდან ასეთმა გამოცდილმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ პროცესის ხელმძღვანელობა და მოკლე დროში ყველა ერთად დავინახავთ იმ ეფექტს, რასაც 500 Startups-ის შემოყვანა მოუტანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას,“ - ამბობს გიორგი თუშურაშვილი.


სტარტაპს მომავლისთვის საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს. მას შემდეგ რაც მათ პლატფორმაში ასობით კამპანია გაკეთდება შესაძლებელი იქნება “Matching algorithm” მეშვეობით არსებული ინფორმაციის დამუშავება. ეს კი სტარტაპს საშუალებას მისცემს ბრენდებს შესთავაზოს კიდევ უფრო დახვეწილი სერვისი, რაც გულისხმობს მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.


Echolize არის სტარტაპი, რომელიც არამხოლოდ ქმნის ახალ სერვისებს არამედ ცვლის ბაზარსაც. პლატფორმა ხელს უწყობს საქართველოში ინფლუენსერების რაოდენობის ზრდას. Echolize-ის გაშვების შემდეგ ადამიანებს გაუჩნდათ სტიმული შექმნან სხვადასხვა ტიპის კონტენტი და მათ აქვთ მოლოდინი, რომ შეძლებენ სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობას.


უნდა აღინიშნოს რომ 500 startups -ის შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც მსოფლიოში ტოპ 3 აქსელერატორიდან ერთ-ერთი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, რაც არის ქართული ტალანტისა და იდეებისთვის დიდი ნდობის გამოცხადება. 500 Startups-ის შემოსვლა შესაძლებელი გახდა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით. ბანკმა პროექტის ფარგლებში, სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოახდინა, რითიც საქართველოში ფორმირებულ ბიზნესებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება, შექმნან ინოვაციური პროდუქტი, გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და მოიპოვონ წარმატება.


(R)


თეგები:
echolize.com



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up