ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) წამოიწყო კონკურსი სახელწოდებით „AgVenture, რომელშიც იღებს განაცხადს ყველა ეკონომიკიდან სადაც ბანკი საქმიანობს. კონკურსი მიმართულია ინოვაციური, დამწყები აგრო-ბიზნესებისკენ.
EBRD AgVenture-ის მიზანია შეეჭიდოს სასურსათო სისტემების მსხვილ პრობლემებს, როგორებიცაა სასურსათო უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება, მოწყვლადი ჯგუფების და გლობალური მიწოდების ჯაჭვში მცირე ბიზნესების ჩართულობის უზრუნველყოფა.
სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევაა. მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რომელიც 2012 წელს 7 მილიარდიდან, 2050 წელს 9.6 მილიარდამდე გაიზრდება. ამასთანავე, კლიმატის ცვლილებას უარყოფით გავლენა აქვს სასურსათო უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ტემპერატურის ზრდასთან ერთად, მატულობს გვალვა სასოფლო-სამეურნეო ზონებში.
EBRD ცდილობს ამ გამოწვევებს ინოვაციური პროდუქტების განვითარებით შეეჭიდოს. შესაბამისი მომსახურებით და ტექნოლოგიებით, ბანკი ცდილობს სასურსათო საქონლის მდგრადობის, პროდუქტიულობის და ჩართულობის უზრუნველყოფას.
გამარჯვებული სტარტაპები დაჯილდოვდებიან €80,000-ს ფარგლებში მათზე მორგებული საკონსულტაციო მხარდაჭერით, რომელიც EBRD-ს EBRD's „Star Venture პროგრამა გამოყოფს, და ასევე გრანტს €10,000 ევროს ოდენობით დამატებითი მომსახურებისთვის, და სხვა შესაძლებლობებს, მათ შორის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
EBRD ასევე მოუწოდებს არსებულ და პოტენციურ კლიენტებს აქტიურად ითანამშრომლონ სტარტაპებთან და მხარი დაუჭირონ მოწინავე ტექნოლოგიებს, მაგალითად კორპორატიული ვენჩურული კაპიტალით.
კონკურსი გამოცხადდა ონლაინ ღონისძიების ფარგლებში, სადაც მოხდა ინვესტორთა და არსებულ მონაწილეთა შორის კავშირი. სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რას ელოდებიან სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიური სტარტაპებისგან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „Fresh Start ინკუბატორის მთავარი აღმასრულებელი მმართველი, ნოგა სელა-შალევი, „South Central Ventures-ის მმართველი პარტნიორი, eAgronom-ის მთავარი აღმასრულებელი მმართველი რობინ სალუოკსი და „Planet Fund-ის პარტნიორი მიკოლ კიეზა ჩერჩილი. გამარჯვებული სტარტაპები გამოცხადდება აპრილის ბოლოს.
EBRD-მა საქართველოში დღემდე თითქმის 5 მილიარდზე მეტი ევროს ინვესტიცია განახორციელა 280-ზე მეტი პროექტის ფარგლებში, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს.