EBRD -ს დაფინანსებით თბილისი ახალ ნაგავმზიდ და მექანიკურ დამგველ მანქანებს შეიძენს

EBRD -ს დაფინანსებით თბილისი ახალ ნაგავმზიდ და მექანიკურ დამგველ მანქანებს შეიძენს

access_time2019-02-12 13:43:46

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მყარი ნარჩენების პროექტისთვის 18 მილიონ ევროს მიიღებს.


თანხა თბილისის და აჭარის მყარი ნარჩენების მართვაზე დაიხარჯება.


თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად EBRD -მა გამოყო სესხი 15 მლნ ევროს ოდენობით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი - 3 წელი). პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2021 წელი. ამ თანხით დაფინანსდება: ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა; ნაჟური წყლის სისტემის რეაბილიტაცია; არსებული გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია.



რაც შეეხება მეორე სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს ეხება, მასში შეტანილი ცვლილებით იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადა - იგი გრძელდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.


ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული პირობები შეიცვალა, კერძოდ, შეიცვალა ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია - დაბა ჩაქვი. ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის შეირჩა ახალი ტერიტორია. ტერიტორიის ცვლილებიდან და პროექტის დიზაინთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე, გვიანდება სამშენებლო სამუშაოების დაწყება.


სასესხო ხელშეკრულებები და ცვლილებები გუშინ პარლამენტში განიხილეს.


GBC






New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up