EBRD-მა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

EBRD-მა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

access_time2020-02-11 18:00:32

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

 

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო, თუმცა გასულ წელს გაირკვა, რომ პროექტისთვის დამატებით 10 მილიონი იყო საჭირო.

 

„გასულ წელს წინასწარი კვლევითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოებია განსახორციელებელი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო აქ ჩართული და გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოების ღირებულება 10 მილიონი ევროა. შესაბამისად, მოლაპარაკება დავიწყეთ EBRD-თან და მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ პროექტის დასასრულებლად დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყონ. სესხის პირობები იგივეა. 10 მილიონი ევროს სესხის ძირითადი თანხის გადახდას 8 წლის შემდეგ ვიწყებთ და ეს 1%-იანი სესხია“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

 

ამასთან, მისივე განცხადებით, გასული წლის ბოლოს დაიწყო საწყისი სამუშაოები ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის და ამჟამად 28 მილიონიანი სესხიდან 6 მილიონ ევრომდეა ათვისებული.

 

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთი პროექტი წარადგინა. კერძოდ, საუბარია საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამაზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. კაკაურიძის თქმით, ბანკმა 13.6 მილიონი ევრო გამოყო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებული კვლევებისთვის, მომდევნო წლებში კი 362 მილიონი ევრო გამოიყოფა, რომელიც მოხმარდება კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ასევე თბილისის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას.

 

წყარო: interpressnews


თეგები:
EBRD



მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up