EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერია

EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერია

access_time2020-01-04 15:00:11

საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერია, - ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა სერგეი გურიევმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი პრობლემაა (ბალტიისპირეთის გამოკლებით), თუმცა საქართველო გატარებული რეფორმების შედეგად ამ ქვეყნებს შორის ლიდერია.

„პოსტსაბჭოთა სივრცე, ეს არის ქვეყნები, რომლებშიც ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ ქვეყნებს შორის ყველა მაჩვენებლის გათვლისწინებით, საქართველო კვლავ ლიდერად რჩება. საქართველოში გატარებულია რეფორმები, რომელებიც, სამწუხაროდ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირა ქვეყნებს, არ გატარებულა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეფორმების ტემპი შენელებულია, მაგრამ სახლემწიფო მმართველობის დონის, კონკურეტუნარიანობის, გლობალურ ეკონომიკაში ჩართულობის მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანამ ისეთ დიდ პროგრესს მიაღწია, რომ საქართველო, კვლავ ლიდერის ადგილს ინარჩუნებს“, - ამბობს სერგეი გურიევი.

სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებისას, EBRD-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი საუბრობს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელებულია, ქვეყანაში წინა მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

„ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმები არ იყო წარმატებული, იმიტომ რომ ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას მართავდა ძალაუფლება დაკარგა. სინამდვილეში საქართველო ძალიან საინტერესო მაგალითია იმის, რომ რეფორმები სწორედ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მათი უმრავლესობა წინა მთავრობის ოპონენტებს არ შეუცვლიათ. თვითონ ის ფაქტი რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები წააგო, ადასტურებს ამ ცვლილებების დემოკრატიულ ხასიათს“, - აღნიშნა გარდამავალი ეკონომიკის სპეციალისტმა.

სერგეი გურიევი ამბობს, რომ ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით აღებულმა კურსმა, მოსახლეობის ცხოვრების დონე პოზიტიური კითხით შეცავლა და ეს  საქართველოში სტუმრობის დროსაც ნათლად დაინახა.

„საქართველოში შეინიშნებოდა არამხოლოდ ცალკეული პირების შემოსავლების ზრდა, არამედ საზოგადოების საკეთილდღეოდ ინვესტიციების ზრდა, - ამბობს სერგეი გურიევი. 

BMG

თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up