EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით შთამბეჭდავად შეაფასა

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით შთამბეჭდავად შეაფასა

access_time2021-02-02 19:00:00

EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ წარმატებული, სამაგალითო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლის შედეგად ბოლო წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა EBRD-ის ახალ პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობა უსურვა, განსაკუთრებით გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზი გაუსვა EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყნის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და კერძო სექტორის განვითარების მიზნით გაწეულ მხარდაჭერას, რომლის ფარგლებში ჯამში 4 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების 250-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია EBRD-ის როლი კერძო სექტორის მხარდაჭერაში და ის ფაქტი, რომ, პანდემიის მიუხედავად, EBღD-მა 2020 წელს ბიზნესისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერა გააორმაგა, რადგან ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

შეხვედრისას, რომელშიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ, ყურადღება გამახვილდა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე და EBRD-ის მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობაზე პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენისთვის. ასევე ხაზი გაესვა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მნიშვნელობას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებას და სტრუქტურული რეფორმების განსაზღვრას, რომელთა განხორციელება, პოსტპანდემიური ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებით, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

EBRD-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დიდ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და EBRD-ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს. უმნიშვნელოვანესია EBRD-ის დახმარება კერძო სექტორისთვის. მოგეხსენებათ, კერძო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს ასეთი დახმარებისთვის.

უმნიშვნელოვანესია ის სფეროები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სტრუქტურული რეფორმები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმებს და გამოვთქვა იმედი, რომ, ახალი საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რომელზეც EBRD-მა მუშაობა უკვე დაიწყო, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მიმდინარე პროგრამა იყო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულება, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას.


„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ თბილი მიღებისა და ვირტუალური ვიზიტის დროს წარმართული დიალოგის ხარისხისთვის.

მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა.

შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს.

ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე.

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით.

ჩვენი ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით. რა თქმა უნდა, ვეხმარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა.

სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას - და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი - ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში.

ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე.

პრიორიტეტებად მიგვაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში.

ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს.

ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საუბრისა და ახალ პერსპექტივებზე მსჯელობისთვის გიორგი გახარიამ ოდილ ღენო-ბასო საქართველოში მოიწვია.


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up