EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს

access_time2020-03-05 14:17:02

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ იურგენ რიგტერნიქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



საუბრისას EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვალუტის გაცვლით კურსთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან და ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ დადებით ტენდენციებს.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. აღინიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ქვეყნის ტერიტორიაზე ეფექტიანად განაწილებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადამცემი ხაზების მშენებლობას და EBRD-ი მზად არის ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის. ამასთან, იურგენ რიგტერნიქმა აღნიშნა, რომ საქართველო EBRD-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია და ბანკი მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.



მთავრობის მეთაურისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსის გავრცელების გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე. ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დგამს, რათა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.



„ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან, რომელიც ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველია საქართველოს მხრიდან. ქვეყნის მიერ 2019 წელს მიღწეული წინსვლა საკმაოდ შთამბეჭდავია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, რაც გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციების ოდენობის ზრდაზე აისახა - თითქმის 300 მილიონი ევროს კაპიტალდაბანდება განხორციელდა. შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებიც განვიხილეთ და ბევრი შესაძლო პროექტი გამოვავლინეთ ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 2020 წელი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, არა მარტო იმის გამო, რომ მესამე კვარტალში არჩევნებია დაგეგმილი, არამედ კორონავირუსის მიზეზითაც. ეს ყველა ქვეყნისთვისაა გამოწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მისგან მომდინარე სავარაუდო ეფექტი. ის მთელს რეგიონზე მოახდენს გავლენას მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი დიდ მნიშვნელობას ატარებს“, - განაცხადა იურგენ რიგტერნიქმა.





თეგები:
EBRD



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან

ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი, საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან
access_time2020-06-01 17:11:59
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ: “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღება ისევ გადავადდება
access_time2020-06-01 17:30:55
არაერთხელ გადავადებული მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ვერც წელს ამოქმედდება. საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაბრუნდება. როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კანონის მიღებას ხელი ახალმა კორონა ვირუსმა შეუშალა. „კოვიდ-19 რომ არ ყოფილიყო, ეს დაზღვევა ახლა უნდა ქონდეს ყველას. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ძალიან ბევრ კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა, ჩემი აზრით, ახლა არც...


მსგავსი სიახლეები

up