Eastfruit-ის საერთაშორისო ჯგუფმა ტრადიციულად, ივნისის ბოლოს 5 ქვეყნის 7 ქალაქში სუპერმარკეტების ხილ-ბოსტნეულის განყოფილებების კვლევა ჩაატარა. საკვლევი სივრცე მოიცავდა კიევის, დნეპრის, კიშინიოვის, თბილისის, ტაშკენტის, დუშანბესა და ხუდჯანდის მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებს.
Eastfruit გუნდის წევრები თბილისის 15 მაღაზიას ესტუმრნენ, რომლებიც ქალაქის ძირითადი სუპერმარკეტების ქსელებში ერთიანდება.
სუპერმარკეტები 4 ძირითადი კრიტერიუმით ფასდება - პროდუქციის ასორტიმენტი, მისი ხარისხი, ფასები და ხილ-ბოსტნეულის განყოფილების ხარისხი.
საერთო რეიტინგში ოთხივე კრიტერიუმით, ისევე როგორც გასულ წელს, ლიდერების პოზიციას „აგროჰაბი“ და „კარფური“ ინარჩუნებენ. თუმცა ამ შემთხვევაში ადგილები შეიცვალა და პირველობა „კარფურმა“ აიღო. „კარფურმა“ „აგროჰაბს“ პროდუქციის ასორტიმენტით ვერ აჯობა, თუმცა პირველობა პროდუქციის ხელმისაწვდომი ღირებულების მიხედვით აიღო. სხვა დანარჩენ კრიტერიუმებში, ეს ორი ქსელი თანაბარ პოზიციას ინარჩუნებენ. მეორე ადგილი „აგროჰაბმა“ „ფრესკოსთან“ გაინაწილა, რომელმაც გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით მაღლა გადმოინაცვლა და მეოთხედან მესამე ადგილას აღმოჩნდა. ამ ქსელის მაღაზებში ახალ ხილ-ბოსტნეულ პროდქციაზე შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდა. პროდუქციის ასორტიმენტითა და განყოფილების ხარისხით „აგროჰაბმა“ მოიპოვა პირველობა.
„ ლიბრეში“ - იაფი და ოპტიმალური ხარისხის პროდუქციაა, თუმცა შეზღუდული ასორტიმენტი და შედარებით დაბალი ხარსიხის განყოფილება.
„გუდვილი“ მესამე ადგილიდან მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ამ ქსელში ხილ-ბოსტეული პროდუქციის ხარისხი ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ ფასებიც მაღალი დაფიქსირდა. „ნიკორამ“ და ნიკორა XL” - მა პოზიციები გაცვალეს, „ნიკორამ“ მოწინავე პოზიცია დაიკავა უკეთესი ასორტიმენტისა და მომსახურების გამო.
უცვლელი დარჩა „ორი ნაბიჯისა“ და „სპარის“ პოზიციები, ხარისხის პარამეტრებით ეს უკანასკნელი ორჯერ ჩამორჩება „ორ ნაბიჯს“.
eastfruit.com
მარიამ მორგოშია