EastFruit: ქართული სუპერმარკეტები ხილბოსტნეულის ფასებს ხარისხის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ

EastFruit: ქართული სუპერმარკეტები ხილბოსტნეულის ფასებს ხარისხის შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ

access_time2021-03-16 20:00:37

2021 წლის მარტში საიტ EastFruit -მა ყოფილი სსრკ-ს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში,  ქსელურ სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის საკითხები შეისწავლა.

 

მაღაზიების ხილ-ბოსტნეულის განყოფილებები რამდენიმე კრიტერიუმით ფასდებოდა - ისეთებით, როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ხარისხი, მომსახურეობა, პერსონალის კომპეტენტურობა, ფასები, უვარგისი პროდუქციის წილი, და ა.შ.

 

კვლევის თანახმად, თბილისის სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რადგანაც ფერმერები და გლეხები პროდუქციის შენახვის ტექნოლოგიებს ჯერ-ჯერობით არ ფლობენ. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი - სუპერმარკეტების ადმინისტრაციები ნაკლებად ხარისხიან პროდუქციას შეგნებულად იბარებენ შედარებით დაბალი ფასის გამო.

 

 

2021 წლის მარტში ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კუთხით ლიდერები Spar და Libre – ქსელები, რომლების სხვა მიმართულებებით აუთსაიდერები არიან. შემდეგი ადგილები „ნიკორამ“ და  „ორმა ნაბიჯმა“  დაიკავეს. ტრადიციული ლიდერები კი - Goodwill, Agrohub და Carrefour –  ან კვლევაში ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ.

 

 

ეს რაც შეეხება თავად პროდუქტების ხარისხს, მაგრამ სხვა კრიტერიუმებით სურათი განსხვავებულია - ხილ-ბოსტნეულის განყოფილების კომფორტულობის, მომსახურეობის დონის და საქონლის წარდგენის კუთხით  Carrefour, Agrohub  და  Fresco ლიდერობენ.

 

 

ფასების კვლევა რამდენიმე ძირითად პროდუქტს შეეხებოდა - ვაშლს, ბანანს, ფორთოხალს, მანდარინს, კივის, კომბოსტოს, ხახვის, სტაფილოს, ჭარხალს, კარტოფილის, პომიდორის, და კიტრის.


 

 

ამ მხრივ ლიდერები  Ori Nabiji, Spar, Libre და Nikora. ეს ტრადიციული განაწილებაა - Ori Nabiji და Libre, რომლებიც ხილ-ბოსტნეულზე დაბალი ფასებით წლების მანძილზე გამოირჩევიან. შედარებითი სიახლეა რეიტინგში Spar-ს და  Nikora-ს გამოჩენა, რადგანაც ეს ქსელები ტრადიციულად მაღალი ფასებით გამოირჩევიან.

 

ასევე ტრადიციულად, ხილ-ბოსტნეული თბილისში ყველაზე ძვირი Goodwil-შია.

 

პროდუქციის ასორტიმენტის მრავალფეროვნების მხრივ პირველ ადგილზეა Agrohub, შემდეგია  „ნიკორა“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მა ქსელის მეორე ფორმატი  „ნიკორა XL“ ამ კრიტერიუმის შეფასების კუთხით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. ამის მიზეზია მოცემული ფორმატის მარკეტების შედარებით მცირე ფართი, რის გამოც, ხილ-ბოსტნეულის ასორტიმენტიც ნაკლებია.

 

ასორტიმენტის  მხრივ ლიდერთა სამეულში SPAR-ც მოხვდა. აუთსაიდერებს შორის Carrefour, Fresco, Goodwill და  Libre.

 

მთლიანობაში კვლევა  ქსელურ სუპერმარკეტებს 4 სეგმენტში ანაწილებს - ოპტიმუმი - მისაღები ხარისხი და დაბალი ფასები, პრემიუმი - მაღალი ხარისხი და მაღალი ფასები, დისკაუნტერი - მისაღები ფასები, ნორმალური ასორტიმენტი, მაგრამ შედარებით დაბალი ხარისხია, და არასასურველი - დაბალი ხარისხი, მცირე ასორტიმენტი, და ამავე დროს მაღალი ფასები.


აღმოჩნდა, რომ ქართული სუპერმარკეტები ძირითადად პრემიუმ და დისკაუნტერ სეგმენტებში მუშაობენ. მსხვილი ქსელები მომხმარებლებს  პროდუქციის მაღალ ხარისხს, კარგ სერვისს, ხილ-ბოსტნეულის მოხერხებულ და კარგად ორგანიზებულ განყოფილებებს, მაგრამ ამავე დროს მაღალ ფასებს სთავაზობს.

 

შედარებით მცირე ფორმატის ქსელები ძირითადად დისკაუნტერების კატეგორიაში შედიან.

 

საქართველოში თითქმის არავინ მუშაობს ოპტიმუმის ფორმატში, ანუ, მისაღები ხარისხი და დაბალი ფასები, რომელიც მომხმარებელთა მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ ქართული რითეილის ბაზარზე ეს ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელი რჩება.

 

EASTFRUIT.COM

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up