EastFruit: 2020 წელი საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის წარმატებული იყო

EastFruit: 2020 წელი საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის წარმატებული იყო

access_time2021-01-13 19:40:23

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ექსპორტი ყველა მიმართულებით 40%-ით გაიზარდა და დარგის მთლიანმა მოგებამ 185 მლნ. დოლარი შეადგინა. ამავე დროს, ხილ-ბოსტნეულის იმპორტი 5%-ით, 100 მლნ. დოლარამდე შემცირდა.

რუსეთი კვლავ რჩება ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის ძირითად საექსპორტო ბაზრად და ამ მიმართულებით ზრდამ 45% შეადგინა. თუმცა, მნიშვნელოვნად - 20%-ით - გაზრდილია ექსპორტი გერმანიაში.

ყველაზე დიდი გარღვევა თხილის ექსპორტმა მოახდინა, რომელმაც ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ აღდგენა დაიწყო. მატებამ ამ კუთხით 40% შეადგინა.
ასევე მკვეთრად გაზრდილია სხვა პროდუქტების ექსპორტი - ატმის და ვაშლ-ატამას (70%), მანდარინის (30%), ხურმის (27%) ლურჯი მოცვის (400%), სხვადასხვა კენკრას და ფორთოხლის.

ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ქლიავმა აჩვენა - ექსპორტი 13-ჯერ, 2800 ტონამდე გაიზარდა.

გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული ისეთი ახალი პროდუქტისთვის აღმოჩნდა, როგორიცაა ლურჯი მოცვი - ექსპორტმა 700 ტონა შეადგინა, და მხოლოდ ივნისში შემოსავალმა 2,4 მლნ. დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, წარმოების ასეთი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს წლებში საქართველო ლურჯი მოცვის უმსხვილეს მწარმოებელ 25 ქვეყანათა შორის მოხვდება.

გასულ წელს კარგი ასევე ვაშლის და ატმის კარგი შემოსავალიც დაფიქსირდა. ორივე ამ პროდუქტს ექსპორტის კუთხით საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსულ ბაზარზე ქართულ ვაშლზე და ატამზე მოთხოვნა მისაღები ფასების და მოლდოვაში წარმოქმნილი დეფიციტის ფონზე მკვეთრად გაიზარდა.

წლის ბოლოსთვის ვაშლის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 3.4 მლნ. დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტის 95% (7600 ტონა) რუსეთზე მოდიოდა.


ძალიან წარმატებული იყო გასული წელი თხილის მწარმოებლებისთვის. 2020 წელს მათმა საექსპორტო შემოსავალმა 70,7 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 43,7%-ით მეტია ვიდრე 2019 წელს. თხილის ექსპორტის 72% ევროკავშირზე მოდის.

ბოლო წლებში ქვეყანაში სხვადასხვა სახეობების თხილის - მაგალითად, ნიგოზის, და ნუშის - პლანტაციები აქტიურად იქმნება, თუმცა, ამ პროდუქტების ექსპორტი უმნიშვნელოა, რადგანაც ეს ბაღები ჯერ ახალია, თუმცა, სამომავლ0 მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია.

პარალელურად ინვესტირება თხილის სხვადასხვა სახეობის გადამამუშავებელ სიმძლავრეებში მიმდინარეობს.

საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პროდუქტია მანდარინი. ამ კულტურის კრეფის საბოლოო მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არაა, თუმცა, სავარაუდოდ, მოსავალმა 40 000 ტონა შეადგინა. წლის ბოლოსთვის საექსპორტო ბაზრებზე - ძირითადად რუსეთში - 30 000 ტონა მანდარინი გავიდა.

EastFruit-ის გათვლებით, საქართველოდან ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი ერთ სულ მოსახლეზე მეტია, ვიდრე მაგალითად, ისეთი მსხვილი და ტრადიციული ექსპორტიორი-ქვეყნიდან, როგორც უზბეკეთი.

საქართველოში 12 კლიმატური ზონაა, რაც არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ ქვეყნისთვის ჯერ კიდევ შედარებით უცხო, და მეტწილად სითბოს მოყვარული ხილ-ბოსტნეულის მოყვანისთვისაც კარგ პირობებს ქმნის - ისეთებისთვის, როგორც ხურმა, ბროწეული, ზეთისხილი, ფეიხოა, წაბლი, და ავოკადო.

ეს საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგის შემდგომი განვითარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს ქმნის.


Eastfruit.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up