East-fruitt: საქართველოში ზეთისხილის მოსავალი 2,5-ჯერ გაიზარდა

East-fruitt: საქართველოში ზეთისხილის მოსავალი 2,5-ჯერ გაიზარდა

access_time2021-02-19 19:30:00

2020 წელს ზეთისხილის მოსავლის 2,5-ჯერ გაზრდა კარგ ამინდთანაა დაკავშირებული - მიიჩნევს კომპანია „ქართული ზეთისხილი“-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე.

 

„2020 წელს ზეთისხილისთვის ძალიან კარგი ამინდები იყო, ამიტომაც მოსავალი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. დღეისთვის ზუსტი ციფრი არ გვაქვს, საბოლოო მონაცემები მარტში გვექნება“ - განაცხადა მან.

 

მატების ერთ-ერთი ფაქტორი ასევე ზეთისხილის პლანტაციების ფართის ზრდაც იყო.

 

„მოსავლის აღების პერიოდში დილის 6 საათიდან ვმუშაობდით, გადამამუშავებელ საწარმოსთან ამ დროისთვის ფერმერების რიგი იდგა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ზეთისხილის ახალი პლანტაციები იქმნება და ამ კულტურისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ჩვენ რამდენიმე შეთანხმება ზეთისხილის დარგვასთან დაკავშირებით უკვე დავდეთ მაგალითად, კომპანია KTW-სთან. საუბარია ასობით ჰექტარი ზეთისხილის პლანტაციების გაშენებაზე. ასევე  საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, საკუთარ პლანტაციებსაც მუდმივად ვაფართოვებთ“ - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 

მისი ინფორმაციით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო ( IOC) საქართველოში ამ კულტურის განვითარების დაფინანსებას გეგმავს. კერძოდ, იგეგმება სპეციალიზირებული საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის საექსპორტო სერტიფიკატებს გასცემს და ასევე გეგმავენ საქართველოში აგრონომების გამოგზავნას. პროგრამა 10 წელზეა გათვლილი, ფინანსური რესურსების მოცულობას მეწარმე არ აზუსტებს.

 

„საქართველოს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. თუ აქ ზეთისხლის ინდუსტრია განვითარდა, ქართული პროდუქცია ყოფილი სსრკს-ს ქვეყნებში და ასევე ჩინეთშიც წავა. ყველა ამ სახელმწიფოსთან ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, შესაბამისად, ჩვენი ზეთისხილი იქ ტარიფების გარეშე შევა და შედარებით იაფი იქნება“ - ამბობს „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი.


 

მისი თქმით, ზეთისხილის მოყვანით სულ უფრო მეტი ქართველი ფერმერი დაინტერესდა.

 

„მათ სხვადასხვა ზომის პლანტაციები აქვთ  5-დან  200 ჰექტარამდე. პროცესი მხოლოდ საწყის სტადიაშია. ზეთისხილის კულტივირება, საშვილიშვილო საქმეა“, - მიიჩნევს ბიზნესმენი.

 

„ქართული ზეთისხილი“ 11 წლის წინ შეიქმნა. ამ დროის მანძილზე კომპანიამ 1 მლნ. ზეთისხილის ხე კახეთში დარგო, ის ასევე გადამამუშავებელ საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფლობს.

 

„რაც მეტი ზეთისხილის პლანტაცია იქნება, მით მეტი პროდუქცია გვექნება და ეს უკეთესი პირველ რიგში მოსახლეობისთვის იქნება. დღეისთვის ჩვენ გვიჭირს მსხვილ ქსელებთან თანამშრომლობა და ექსპორტზე გასვლა, რადგანაც ჩვენ პროდუქტის საჭირო რაოდენობა არ გვაქვს“ - თქვა გიორგი სვანიძემ.

 

პირველ ეტაპზე სათელსე მასალა თურქეთიდან შემოდიოდა, დღეს კი ესპანეთიდან.

ბოლო დრომდე კომპანიის ძირითადი პარტნიორი თურქეთი იყო.

 

ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ბიოლოგიურად სუფთა ზეითუნის ზეთი და შეფუთული ზეთისხილი მცირე რაოდენობით ექსპორტზეც გადის, ძირითადად კი შიდა ბაზარზე, „აგროჰაბის“ ქსელში იყიდება.

 

 

წყარო: east-fruit.com



თეგები:
ზეთისხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up