East-fruitt: საქართველოში მოსავლის აღების მექანიზება რეალობა ხდება

East-fruitt: საქართველოში მოსავლის აღების მექანიზება რეალობა ხდება

access_time2021-09-03 17:00:28

საქართველოს აგრარულ სექტორში მუშახელის დეფიციტი ბევრ ფერმერს აწუხებს.

 

სავარაუდოდ, მსხვილი მწარმოებლები საკმარისი რაოდენობის კადრების მოძიებას მოახერხებენ და ეს მათთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე წვრილი მეწარმეებისთვის. თუმცა, ცხადია, რომ ამ სეზონზე მუშახელის დაქირავება უფრო ძვირი იქნება.

 

შექმნილ ვითარებაში ფერმერები ამ პრობლემის გადაწყვეტად მოსავლის აღების მექანიზებას მიიჩნევენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველოში სოფლის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა - ადგილობრივები ან საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადიან, ან სეზონურ სამუშაოებზე მიემგზავრებიან უცხოეთში, სადაც დასაქმება უფრო სტაბილურია, ხელფასები კი უფრო მაღალი.

 

2021 წელს საქართველოში სეზონური მუშების ხელფასი 2020 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა - კახეთში 30-35-დან 40-45 ლარამდე, ხოლო სამეგრელოში, სადაც თხილის კრეფის პერიოდია - 50-მდეც კი.

 

შექმნილ ვითარებაში სულ უფრო მეტი მწარმოებელი აქცენტს სამუშაოს მექანიზებაზე აკეთებს.


 

სამეგრელოს ფერმერთა კავშირის თავმჯდომარეს ოთარ შეროზიას თქმით, ორგანიზაციაში შემავალი თხილის 18 მსხვილი მწარმოებლიდან თითქმის მესამედი მოსავლის კრეფის დროს კომბაინებს იყენებს, დანარჩენები კი ამ კუთხით ინვესტირებას გეგმავენ.

 

„კომბაინები საქართველოში უკვე მუშაობენ და შედეგებიც კარგია. თუმცა, ამისთვის ფერმერებს ბაღების შესაბამისი მომზადება მოუწევთ. მანქანის გამართული მუშაობისთვის მიწა სწორი უნდა იყოს და ეს დროს მოითხოვს. ასე რომ, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ საკმარისია კომბაინი იყიდო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება“, - მიიჩნევს შეროზია.

 

თხილის მწარმოებლების გარდა, საქართველოში ლურჯი მოცვის უმსხვილესი კომპანია GeorgianBlue მომავალ სეზონში კომბაინის დატესტვას გეგმავს.

 

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ განაცხადა, რომ ამ წლის სეზონმა ნათლად დაადასტურა, რომ მუშახელის დეფიციტი გარდაუვალია და ეს მომავალში მხოლოდ გაიზრდება. კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს და შესაბამისად, ახლო მომავალში საჭირო რაოდენობის სეზონური მუშების მოძიება შეუძლებელი გახდება, რადგანაც საუბარია ასობით ადამიანზე.

 

„მომავალი წლიდან ჩვენ კომბაინს მოვსინჯავთ და იმედი გვაქვს, რომ მოსავლის მექანიზებული კრეფა პროდუქტის ხარისხზე ნეგატიურად არ აისახება. დასაწყისისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ტექნიკა კენკრის უკვე არსებულ სახეობებთან როგორ მუშაობს“,  - ამბობს ის.

 

მოსავლის მექანიზირებული კრეფა ზოგადად ფერმების მექანიზების მხოლოდ ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. ბევრმა მსხვილმა მწარმოებელმა საქართველოში მუშახელის რაოდენობის შემცირების მიზნით სხვადასხვა ოპერაციების მექანიზება უკვე განახორციელა - მაგალითად, მორწყვა, სასუქით მიწის დამუშავება და ტოტების მოჭრის პროცესი ბევრ ფერმაში უკვე მექანიზებულია, თუმცა, მოსავლის აღება დღემდე ძირითადად ხელით ხდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up