East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

access_time2021-05-05 19:00:30

ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.

 

მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.

 

„ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ ასე როგორც უნდა განვითარდეს რამე? კარტოფილის იმედი გვქონდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვყიდით. არც იმდენი ფული გვაქვს, რომ დარჩენილი კარტოფილი გადმოვტვირთოთ და გადავყაროთ. არც ის ვიცით, ქალაქში რომ წავიღოთ გაიყიდება თუ არა - სავსეა ყველა ბაზარი და მაღაზია კარტოფილით. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფომ თურქეთიდან იმპორტი შეზღუდოს, მაშინ შეიძლება რამე გვეშველოს“ - ამბობს სოფელ ალასტანი მკვიდრი ნორაირ მარგარიანი.

 

ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ ჯავახეთს ქართულ ბაზარზე კარტოფილზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ყოველგვარი იმპორტის გარეშეც შეუძლია.

 

„ყველა ოჯახში 20 ტონაზე მეტი კარტოფილია დაგროვებული. გვთავაზობენ 1 კილოში 50-60 თეთრს,  მაგრამ ჩვენ ეს არ გვყოფნის - ეს ფასი ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია - იმპორტის თუნდაც დროებით შეჩერება“ - თვლის ადგილობრივი გლეხი არმენ ადალიანი.


 

2020 წელს ჯავახეთში კარტოფილს რეკორდული რაოდენობა დაითესა - მოსახლეობა უცხოეთში სამუშაოდ ვერ წავიდა, ამიტომაც მთელს იმედებს სწორედ კარტოფილზე ამყარებდა.

 

„ალასტანში 175 ოჯახია, მათ შორის 160 კარტოფილზე მუშაობს. ჩაკეტილი საზღვრების გამო უცხოეთში სამუშაოდ ვერ წავიდნენ, ამიტომაც თუ 2020-ში კარტოფილი 200 ჰექტარზე დაირგო, ამ წელს - 350-ზე. სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. კარტოფილი უცხოეთიდან არ უნდა შემოვიდეს, მაშინ ადგილობრივი აუცილებლად გაიყიდება“ - თვლის ახალქალაქის მერიის წარმომადგენელი არტურ ირიციანი.

 

ახალქალაქის საკრებულოს წევრის სიმონ მანანიანის თქმით. მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი საშუალებაა ადგილობრივი კარტოფილის შესყიდვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

 

„ჩვენ ჯარი, პოლიცია გვყავს,  გვაქვს საავადმყოფოები, სკოლები, და საბავშვო ბაღები . ისინი მაინც რატომ არ ყიდულობენ ადგილობრივ კარტოფილს? ახალქალაქის საკრებულოს უფროსმა ნაირი ირიციანმა „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე უკვე მიმართა, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. მოსახლეობა კარტოფილის ქალაქის მერიასთან დაყრას აპირებს, სხვა გზა არ არსებობს. სოფელში 700 ტონა კარტოფილი ფუჭდება, და მოსახლეობა მას ნაგავივით ყრის“ - თვლის ადგილობრივი დეპუტატი.

 

ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანის თქმით, ეს ვითარება არა მხოლოდ კონკრეტულად ალასტანს, არამედ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აწუხებს.

 

„ეს საერთო პრობლემაა, და მთავრობა საქმის კურსშია. ბიზნესმენებმა ჩამოსვლა დაიწყეს და კარტოფილს ყიდულობენ, თუმცა მაინც ბევრი რჩება - მოსავალი ამ წელს ძალიან კარგი იყო. მაგრამ ძალით ხომ ვერ გავყიდით? პრობლემა არსებობს, და ჩვენ მთავრობას ამის შესახებ შევატყობინეთ - გვითხრეს, რომ კარტოფილის რეალიზების კუთხით შესაბამისი ზომებს მიიღებენ. რა, როგორ, და როდის - არ ვიცით“- ამბობს უნანიანი.

 


თეგები:
კარტოფილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up