„ძვირმა იპოთეკურმა სესხებმა და საბანკო რეგულაციებმა უძრავი ქონების გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა“

„ძვირმა იპოთეკურმა სესხებმა და საბანკო რეგულაციებმა უძრავი ქონების გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა“

access_time2020-03-04 11:30:40

მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ ძვირი იპოთეკური სესხი ავტომატურად უძრავი ქონების ნაკლებ მყიდველს ნიშნავს და იმ პირობებში, როდესაც იპოთეკური სესხის პროცენტი ქვეყანაში ასეთი მაღალია, ეს თავისთავად სამშენებლო ბიზნესს აზარალებს და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს.


„კომერსანტი“ შეეცადა უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეებთან გაერკვია, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ ბოლო პერიოდში საქართველოში. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელი მაია გამზარდია ამბობს, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში იპოთეკური სესხის პროცენტი საკმაოდ მაღალია, ასევე ბოლო დროს გამკაცრდა საბანკო რეგულაციები, ამ ორმა ფაქტორმა კი ცალსახად უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების გაყიდვებზე.



„იპოთეკური სესხების ირგვლივ არსებულმა შესაბამისმა ცვლილებებმა, მათ შორის იმან რომ საქართველოში პროცენტი საკმაოდ მაღალია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით და საბანკო რეგულაციები გამკაცრდა, რომლებიც ამ სესხებთან მიმართებაში დღესდღეობით გვაქვს, ამ ორმა ფაქტორმა ცალსახად უარყოფითად იმოქმედა უძრავი ქონების გაყიდვებზე. ვთვლი, რომ საბანკო სფეროში არაჯანმრთელი მიდგომა და რეგულაციები - არასწორია, გარდა ამისა დოლარში, ევროში და ლარში იპოთეკური სესხის პროცენტი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე სხვადასხვაა ამ სესხების აღების პირობებიც. გარდა ამისა, კრიტერიუმები, რომლებითაც ბანკი უნდა დაკმაყოფილდეს, რათა სესხი გასცეს, საკმაოდ რთული მოსაძებნია, ჩვენს არასტაბილურ გარემოში, ეს ყველა მიმართულებაზე გავრცელდა, როგორც საცხოვრებელ ბინებზე, ასევე კომერციულ ფართებზე. გაყიდვები შემცირდა ამ ყველაფრის და  არასტაბილური ლარის კურსის გამო. ცოტა უკეთესი მდგომარეობაა ბიზნესთან მიმართებაში, რადგან ეს საბანკო რეგულაციები ბიზნეს სესხების გაცემაზე მძიმედ მაინც არ აისახა. ცალსახად უარყოფითად არის ასახული არსებული სიტუაცია ფიზიკური პირების მიერ იპოთეკური სესხებით უძრავი ქონების შეძენის კუთხით, მათზე საბანკო რეგულაციების გარდა მაღალი საპროცენტო განაკვეთიც მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში 5%-დან 10%-მდეა შემცირებულია უძრავი ქონების გაყიდვები“, - განაცხადა მაია გამზარდიამ.


უძრავი ქონების სააგენტო „გედევანიშვილი და კომპანიის“ დამფუძნებელი ნინო გედევანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას გაუჭირდა სესხის აღება, რაც თავისთავად უძრავი ქონების გაყიდვებზე უარყოფითად ისახება.


„სესხების საპროცენტო განაკვეთი და გაცემის პირობები როცა შეიცვალა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ეს ასახვას ჰპოვებდა, იმიტომ რომ მოსახლეობას გაუჭირდება იმ სესხის აღება, რომლითაც  უძრავ ქონებას შეიძენდა, იმ მოცულობის თანხას კომერციული ბანკები აღარ გასცემენ, რომ მისი შეძენა მოახერხონ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აზარალებს და მომავალშიც დააზარალევბს უძრავი ქონების ბაზარს, მითუმეტეს  თუ ამის ფონზე მოთხოვნა შემცირდება და მოგვიწევს უძრავი ქონების გაიაფება. ამ ეტაპზე საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა არის, მაგრამ მოსახლეობას სესხის აღება უჭირს“, - აცხადებს ნინო გედევანიშვილი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up