ძვირადღირებული სასტუმროები კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან – რა ფასებია ქართულ კურორტებზე

ძვირადღირებული სასტუმროები კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან – რა ფასებია ქართულ კურორტებზე

person access_time2016-07-02 10:12:35

საქართველოში საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება, სად გავატაროთ სასიამოვნოდ შვებულება რთული და დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ. 


რა ღირს საქართველოში დასვენება და რომელ კურორტებს ანიჭებენ ტურისტები უპირატესობას? „კავკაზუს ბიზნეს ვიქმა“ საქართველოს მასშტაბით გამოიკვლია რა დაუჯდებათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს დასვენება? 

 

ყაზბეგი -„რუმს ყაზბეგი“


„რუმს ყაზბეგის“  ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სასტუმროში კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფასებია. მაგალითად, სამუშაო დღეებში 2–კაციანი ნომრის ღირებულება 189 დოლარიდან იწყება, პარასკევს-შაბათს კი იგივე ნომრის ღირებულება 236 აშშ დოლარს შეადგენს.   


სასტუმროში ამბობენ, რომ  გასული წლისგან განსხვავებით ფასები არ შეუცვლიათ და დასახელებულ ტარიფში მხოლოდ დილის საუზმე შედის.  რაც შეეხება მოთხოვნას, „რუმს ყაზბეგში“ ამბობენ, რომ ამ დროისთვის უკვე დაჯავშნილია ნომრები. ტურისტების ძირითად ნაწილს კი უცხოელები წარმოადგენენ. მათ შორის, ისრაელიდან, რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან. 


სასტუმრო „სანსეტ შოვი"


რაჭაში, ონისრაიონში,ბალნეო-კლიმატურიკურორტი შოვი მდებარეობს , რომელიც თბილისიდან დაახლოებით 300კმ-თაა დაშორებული.კურორტი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ,ასევე უცხოელ ტურისტებშიც. შოვში 2013 წლიდან ევროპული დონის პირველი სასტუმრო„სანსეტშოვი"ფუნქციონირებს. 

სასტუმროში35 ნომერია და 150 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. წინა წლებში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა და წელსაც იგივე მოლოდინია.


სასტუმრომდე მისასვლელი გზა ძირითადად მოასაფალტებულია, გზის ბოლო მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. გზის ფაქტორი სტუმრებს ნამდვილად არ უშლით ხელს დაინტერესდნენ სასტუმრო "სანსეტ შოვი"-თ. მგზავრობას თბილისიდან შოვამდე დაახლოებით 4-5 საათი სჭირდება.


წინა წლებშისასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა.კურორტზე სეზონი 1ივნისიდან დაიწყო და ამ დროისთვის სასტუმრო უკვე დატვირთულია. ასევე იგეგმება, რომ სასტუმრომ იმუშაოს არა მხოლოდ სეზონურად, არამედ მთელი წლის განმავლობაში.


 

„სანსეტ შოვით" ძირითადად ქართველებიინტერესდებიან, თუმცა დიდი წილი დამსვენებლებისა მოდის უცხოელებზეც. რაც შეეხება ფასებს: სასტუმროში დასვენების ღირებულება 60 დოლარიდან იწყება (სტანდარტული ნომერი: ორი უფროსი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი) და ფასში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება, ასევე ანიმატორის მომსახურება,მაგიდის ჩოგბურთი, ბავშვთა საცურაო აუზი, საფეხბურთო მოედანი, ბილიარდი და ასე შემდეგ.

 

კახეთი -"სოლომონი 1805“ 


ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე  და დადებით მოლოდინებზე  საუბრობენ თემურ ჭყონიას სასტუმრო "სოლომონი 1805-შიც". მათი ინფორმაციით, სასტუმრო ბაზარზე უკვე 6 წელია არის და მისი არსებობის ისტორიაში მსგავსი რაოდენობა არ ყოფილა (თუ არ ჩათვლით გახსნის პირველ წელს). სასტუმროს ადმინისტრაცია ამბობს, რომ ძირითადი ზრდა რუსი ტურისტების ხარჯზე მოდის. „უცხოელების და უფრო მეტად, რუსების რიცხვი წელს გასული წლებისგან განსხვავებით გაორმაგებულია,"-აცხადებენ "სოლომონი 1805-ში". მათივე ინფორმაციით, 2 ადგილიანი ნორმის საშუალო ფასი 145 ლარია.


სიღნაღში ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. სიღნაღის ტურისტულ ცენტრად ქცევა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროექტია.


კახეთი - ყვარლის ედემი 


სასტუმრო ქალაქ ყვარლის მახლობლად მდებარეობს. კომპლექსი გარშემორტყმულია მუხნარით, ვენახებითა და ხილის ბაღებით, რაც სტუმარს  აძლევს უნიკალურ საშუალებას გაერიდოს ხმაურს და მშვიდ და მყუდრო გარემოში დაისვენოს. დასასვენებელ კომპლექს „ყვარლის ედემში”  2 კაციანი სტანდარტული ნომრის ფასი სამუშაო დღეებში 255 ლარია, პარასკევ-კვირის დღეებში კი - 275 ლარს შეადგენს. 


სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონზე უკვე საკმაოდ ბევრი ტურისტი ჰყავთ, მათ შორის არიან როგორც ქართველები ისე უცხოელები. თუმცა, მათივე თქმით, მიმდინარე სეზონისთვის ტურისტების კიდვ უფრო ზრდას ვარაუდობენ. 


ბათუმი-სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი 


სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში  ფასები ყოველდღიურად იცვლება. სასტუმროს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  მაგალითად, დღეს 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 187 აშშ დოლარია (საუზმით), თუმცა ამაში არ შედის დღგ-ს ხარჯი. მათი განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმრო  დატვირთულია და ძირითად სტუმრებს უცხოელები წარმოადგენენ.  ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ  ამ დროისთვის  სასტუმროს სტუმრობს როგორც მეზობელი ქვყნების წარმომადგენლები, ისე ტურისტები ევროპიდან, ისრეალიდან და ასე შემდეგ. 

 

ბორჯომი  -Crown plaza 


ტურისტების  საკმარისზე კარგ მაჩვენებლზე საუბრობენ სასტუმრო Crown plaza -ში. როგორც სასტუმროს ადმინისტრატორი აცხადებს, სასტუმრო ყოველდღიურად მასპინძლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. მათი განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობით Crown plaza-ს რუსები და უკრაინელები სტუმრობენ.  რაც შეეხება ფასებს, მათი თქმით, 2 ადგილიანი სტანდარტული ნომერი (საუზმით). მათთან 187 დოლარიდან იწყება.  


სვანეთი - სასტუმრო „თეთნულდი“ 


ზაფხულში ზღვასთან ერთად მთაც აქტუალურია. სვანეთში ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად იმატა დამსვენებელთა რაოდენობამ. მათ შორის არიან უცხოელი ტურისტები. სვანეთში  მრავლადაა საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომელთა ფასები საშუალოდ 50-დან 170 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება 

სვანეთში (მესტიაში) მდებარე სასტუმრო "თეთნულდს,“ იქ 2–ადგილიან სტანდარტულ ნომერს საუზმით 130 ლარიდან სთავაზობენ ტურისტებს. 


ანაკლია-სასტუმრო „ანაკლია“ 


კურორტზე მდებარე სასტუმრო სასტუმრო „ანაკლიის" მენეჯერი ლევან ჩხიკვაძე აცხადებს, რომ კურორტი ზაფხულის პერიოდში დატვირთულია. მისი თქმით, ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით სასტუმრო სრულად არის ხოლმე დატვირთული, რასაც ვერ ვიტყვით არასეზონზე. როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, კურორტით უფრო მეტად უცხოელები, განსაკუთრებით კი, სომხები ინტერესდებიან. მისი თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში უკვე არიან ტურისტები. 


ჩხიკვაძის თქმით, მიმდინარე სეზონისთვის 2–ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 177 ლარს შეადგენს (საუზმით), ხოლო 3-ჯერადი კვებით -236 ლარს. 

 




1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up