„ძვირადღირებული ავეჯი იყიდება, პრობლემა დაბალ საფასო სეგმენტშია“

„ძვირადღირებული ავეჯი იყიდება, პრობლემა დაბალ საფასო სეგმენტშია“

access_time2021-04-20 11:20:39

პანდემიამ სხვა ბიზნესებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა ავეჯის მაღაზიებზეც იქონია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აღნიშნავენ, რომ მაღალ საფასო სეგმენტზე არსებულმა ვითარებამ უფრო ნაკლები გავლენა მოახდინა. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ავეჯის სახლები პანდემიის და ლარის გაუფასურების გამო იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ფასების გაძვირების მიზეზებს შორის მომატებული ლოგისტიკური ხარჯებიც არის.

 

ავეჯის მაღაზიების „ლაბორატორია ჩემი სახლის“, „კარეს“ და „მობლერის“ მმართველი მენეჯერი გურამ მგელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით შემცირებულია დაბალ საფასო სეგმენტში, მაგალითად „მობლერში“ წარმოდგენილ პროდუქციაზე, ვიდრე მაღალ საფასო სეგმენტში, სადაც ძვირადღირებული ავეჯის გაყიდვები მხოლოდ 10%-ით არის შეცვლილი.

 

„ჩვენს სეგმენტში ძალიან ცუდი სიტუაციაა, მეორე ლოქდაუნის შემდეგ ნორმალურად დაიწყო გაყიდვები, თებერვალ-მარტში როგორც ჩანს დაგროვილი საყიდლები ჰქონდათ მომხმარებლებს და ასე თუ ისე გაყიდვები იყო, მაგრამ აპრილში არასახარბიელო მდგომარეობაა. გარდა ამისა, ლარის კურსის კუთხით მნიშვნელოვანი ძვრებია და ალბათ მომხმარებლებს ცუდი მოლოდინი გაუჩნდა, როგორც ჩანს უმრავლესობა თანხებს იზოგავს და გაყიდვებიც შემცირებულია.

 

მოთხოვნა დაბალ საფასო სეგმენტში ძალიან შემცირდა, რა თქმა უნდა კლება არის მაღალ საფასო სეგმენტშიც, მაგრამ ისეთი არა, აქ დაახლოებით 10-15%-ია, ხოლო შედარებით დაბალ ფასიანი სეგმენტის შემთხვევაში 30%-იანი კლება გვაქვს“, - აღნიშნავს გურამ მგელაძე.

 

გურამ მგელაძე გვიყვება, რომ ლარის გაუფასურების და ხარჯების ზრდის გამო ფასები 10%-დან 30%-მდე გაიზარდა როგორც ძველ ასევე ახალ კოლექციაზე.

 


ლარის გაუფასურების გამო ფასები გაიზარდა როგორც ძველ კოლექციაზე 10%-დან-20%-მდე ასევე უფრო მეტად ახალზე, დაახლოებით საუბარია 30%-ით გაძვირებაზე, აქ გარდა იმისა რომ ლარის კურსი მოქმედებს, ლოჯისტიკური ხარჯებიც არის გაზრდილი და ესეც ახდენს გავლენას. გაზრდილი ფასები უფრო მეტად ამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას, მაგრამ სხვა გზა არც ჩვენ გვაქვს, თუ არ გავყიდეთ შესაბამის ფასად, შემდეგ ახალი პროდუქციის ყიდვას და ვალდებულებების დაფარვას ვერ შევძლებთ, ასეთ შემთხვევაში კი საერთოდ დაკეტვა მოგვიწევდა.

 

მესამე ლოქდაუნი ჩვენი სექტორისთვის და ზოგადად მთელი რითეილისთვის დახვრეტის ტოლფასი იქნება. მხოლოდ ონლაინ გაყიდვების იმედად მოგვიწევს დარჩენა, რასაც არც თუ ისე კარგი შედეგები ჰქონდა. თუმცა აქვე, მნიშვნლობა აქვს პერიოდს და რაოდენობას, რამდენი ხნით დავიკეტებით, თუ ეს ერთი კვირა გაგრძელდა როგორმე გადავაგორებთ, მაგრამ უფრო დიდი ხნით ჩაკეტვა უკვე ძალიან რთულ სიტუაციას მოგვიტანს. ზაფხული შედარებით აქტიურია, შარშანდელ ზაფხულშიც კი გაყიდვების ძალიან დიდი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ წელს ეს მოლოდინი არ გვაქვს, ყველას შემოსავალი შეუმცირდა, ხარჯები კი გაეზარდათ.

 

სიახლეებსაც ვგეგმავდით, შარშან მოლოდინები უფრო ოპტიმისტური გვქონდა, მაგრამ ახლა ბევრად პესიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან სიტუაციის გაუმჯობესების პერსპექტივა არ ჩანს, ამას ლარის გაუფასურებაც ემატება და მინიმუმ მომავალ წლამდე ახალი ბრენდების და მაღაზიების დამატებას აღარ ვაპირებთ“, - აცხადებს გურამ მგელაძე.

 

„ვერონას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ მგალობლიშვილი „კომერსანტთან“ამბობს, რომ კომპანია ძირითადად ძვირადღირებულ პროდუქციაზე არის ორიენტირებული და პანდემიის პერიოდში მაღალ საფასო სეგმენტში კლება ძალიან მცირე იყო, უფრო მეტიც, ამ პერიოდში ახალი მაღალფასიანი ავეჯის ბრენდების შემოტანა დაიწყეს.

 

„პროდუქცია გაძვირდა, იტალიაში მწარმოებლებმა გაგვიძვირეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე. მიხედავად კურსის გაუფასურებისა, ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, შოურუმში ახალი ძვირადღირებული ბრენდები დავიმატეთ, მაგალითად როგორიცაა Tonin Casa, Tomasella, Santa Lucia, Pinton და სხვა.

 

ჩვენი პლიუსი ის არის, რომ ძირითადად ის მომხმარებლები მოდიან, რომლებსაც უკვე აქვთ ეს ავეჯი, არიან ძვირადღირებული პროდუქციის მომხმარებლები და კომფორტის მოყვარულები. რაც შეეხება კლებას, რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა არც ისეთი მაღალი, ვცდილობთ იგივე ფასით და მაღალი ხარისხით პანდემია ნაკლებად აისახოს გაყიდვებზე.

 

მესამე ლოქდაუნზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ონლაინ გაყიდვების კუთხითაც გამოცდილება გვაქვს და ეს არც ისე გვაშინებს. მომხმარებლები სახლებში რომ აღმოჩდნენ, დაიწყეს კომფორტის მოწყობა. გარდა ამისა, პანდემიის დროს მოგზაურობის ფუფუნება აღარ არის, ამიტომ ვფიქრობ რომ მომხმარებლებმა ამ თანხების ავეჯის შესაძენად დახარჯვა დაიწყეს, რათა კომფორტული გარემო მოიწყონ. ზაფხული მოდის და გარე ავეჯის მიმართულებითაც ახალი ბრენდები შემოგვყავს და სიახლეებს ვგეგმავთ“, - ამბობს არჩილ მგალობლიშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up