ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

access_time2019-12-06 16:15:05


WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით


Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით ფრენა, 5 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფენების შემთხვევაში.

 

ბიზნეს კლასი უნდა აიკრაძალოს მოკლემანძილიანი ფრენებისთვის. ბიზნეს კლასის მგზავრები ეკონომ კლასთან შედარებით ორმაგი ოდენობის CO2-ით აბინძურებენ გარემოს, შესაბამისად, ავიაციის ინდუსტრია დამნაშავეა, რომ ინარჩუნებს ამ არაეფექტურ და არქაულ მოდელს. ამ საკითხზე კიდევ დიდ ხანს საფიქრელად დრო აღარ იცდის. Wizz Air მოუწოდებს თავის მეგობარ კომპანიებს მხარი აუბან ბიზნეს კლასის აკრძალვას ნებისმიერი ფრენების შემთხევაში, რომელთა ხანგრძლივობაც 5 საათზე ნაკლებია. ძველმოდური ტიპის მოგზაურობის ეპოქა უკვე დასრულებულია, შესაბამისად ბიზნეს კლასის არსებობაც.

 

 

საჰაერო ფლოტო, რომელიც გარემოს ნაკლებად აბინძურებს

 

Wizz Air ამჟამად ოპერირებს როგორც ყველაზე ეფექტური ავიაკომპანია, რომლის მიერ  გარემოს CO2-ით დაბინძურების მაჩვენებელი თითოეულ მგზავრზე,  კონკურენტ კომპანიებთან შედარებით ყველაზე მცირეა. 2019 წლის ოქტომბერში მაჩვენებელი შეადგენდა 56.8გ CO2-ს მგზავრზე ერთი კილომეტრის გავლისას . Wizz Air-ის ულტრა დაბალფასიანი ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია მაღალი დატვირთვის ფაქტორზე (95% H12020-ში) და სალონის მჭიდრო განლაგებაზე იმ მიზნით, რომ ფრენა გახდეს მაქსიმალურად ეკოლოგიურად მეგობრული და ერთ მგზავრზე გარემოს CO2-ით დაბინძურების მაჩვენებელი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემცირდეს.


Wizz Air აცხადებს, რომ ამ მაჩვენებელს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 30%-ით შეამცირებს და სხვა ავიაკომპანიებსაც ამისკენ მოუწოდებს. ეს არის ინდუსტრიის პრობლემა და ამის გადასაჭრელად საჭიროა მთელი ინდუსტრიის ჩართულობა. ინდუსტრია, როგორც ერთიანი მთლიანობა, უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს იმისთვის, რომ რეალურ შედეგს მივაღწიოთ.



Wizz Air-ს  გადაწყვეტილი აქვს, რომ განავითაროს საკუთარი ფლოტი ნეო თვითმფრინავების ოჯახის ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავებით. კომპანიას უკვე შეკვეთილი აქვს 268 მსოფლიოში ყველაზე ეფექტური საჰაერო ხომალდი. Wizz Air-ის უახლესი თვითმფრინავების მიერ საწვავის ეფექტური გამოყენება და ძლიერი აეროდინამიკა, ათობით განხორციელებული ოპერაციული ეფექტურობის ინიციატივები, უმსუბუქესი მასალისგან დამზადებული სალონი და ქსელის დიზაინი რომელიც თავიდან იცილებს არასასურველ დამაკავშირებელ ფრენებს, ჩვენს მუშაობას ეკოლოგიურად მეგობრულს და მდგრადს ხდის. ავიაკომპანიის ფლოტის საშუალო ასაკი 4.5 წელს შადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში. შედეგად, იგი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ავიაკომპანია, ერთ მგზავრზე გარემოს CO2-ით დაბინძურების თვალსაზრისით.


Wizz Air-მა ცოტახნის წინ გამოუშვა ვიდეო, რომელიც მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე

 


ჯოზეფ ვარადიმ (József Váradi ), Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა: ,,ვიზეარი წარმოადგენს მდგრად ავიაკომპანიას და ჩვენ მვუწოდებთ მეგობარ კომპანიებს წარმართონ საკუთარი ბიზნესი მაღალი პასუხისმგებლობით და შეწყვიტონ ფრენები ცარიელი ადგილებით მოკლე მანძილებზე. ინდუსტრია, როგორც ერთი მთლიანობა, უნდა იყოს უფრო პრინციპული და აკრძალოს ბიზნეს კლასი მოკლე დისტანციის ფრენებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მგზავრებს, რომ  თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნისას კარგად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ. ძველმოდური ტიპის მოგზაურობის ეპოქა უკვე დასრულებულია, შესაბამისად ბიზნეს კლასის არსებობაც.’’

 

Wizz Air-ის შესახებ


Wizz Air- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან  650-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 44 ქვეყანაში არსებულ 149 დანიშნულების ადგილს აკავშირებს.  Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 4,500 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.


Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ, რომელიც საავიაციო უსაფრთხოების აღიარების კუთხით  გლობალურ ავტორიტეტს წარმოადგენს. ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა პმსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

 

 Follow us on Instagram: @wizzaircom

Follow us on Facebook: @wizzair.com

Follow us on Twitter: @wizzair


(R)

 


თეგები:
WIZZ AIR



ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...


მსგავსი სიახლეები

up