ძველი თაობის ბიზნესმენები მოსახლეობას ილუზიას უქმნიან, რომ მხოლოდ ოკუპანტია მათი ეკონომიკის გადამრჩენელი - ექსპერტები დავით საგანელიძის განცხადებაზე

ძველი თაობის ბიზნესმენები მოსახლეობას ილუზიას უქმნიან, რომ მხოლოდ ოკუპანტია მათი ეკონომიკის გადამრჩენელი - ექსპერტები დავით საგანელიძის განცხადებაზე

access_time2020-09-04 10:00:46

„სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ბევრი ვერ ფიქრობს  უსაფრთხოების საკითხებზე, მითუმეტეს ადამიანირომელიც ბიზნესმენი იყო მთელი ცხოვრება. საგანელიძის მსგავსად, ძველი თაობის ბიზნესმენები, რუსეთთან ვაჭრობდნენ და შესაბამისად, იქ ფულის კეთებაში და კონტაქტებში ცუდს ვერაფერს ხედავენ, - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებას მამისონის უღელტეხილზე გზის გახსნისა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მზადყოფნაზე. 


საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილზე გზა აუცილებლად გაიხსნება და საქართველომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს, რადგანაც, მისი თქმით, რაჭისთვის აღნიშნული გზა უმნიშვნელოვანესია.


განცხადებას მედიასა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან მამისონის გზის მეშვეობით ურთიერთობის დალაგება ეროვნული უსაფრთხოების სისტემას ბევრად მყიფეს გახდის და რუსეთს არა თუ დალაგების არამედ მეტი აგრესიის საშუალებას მისცემს.


ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვის კი, დავით საგანელიძის განცხადება ძველი თაობის ყოფილი ბიზნესმენის ფიქრებია, რომელსაც რუსეთი ფინანსური ძლიერების წყაროდ მიაჩნია. ხოლო ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტრესებზე ფიქრი მას არ სჩვევია.


„საგანელიძე ნაკლებად ერკვეოდა უსაფრთხოებაში, მისი პროფილი იყო ბიზნესი და ჩააბარეს შემდეგ საპარტნიორო ფონდი. ის ნაკლებად აზროვნებს ასეთი კატეგორიებით, უყურებს მხოლოდ ბიზნესს და როგორც ჩანს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ იფიქრა, ამათ ახლა რუსეთთან ვაჭრობა სჭირდებათ და ამიტომაც, მამისონი უნდა გაიხსნასო. ასე ფიქრობს, ვიწროდ. არ მგონია რამეს იაზრებდეს,რაც უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას.


ვისაც ჭკუა მოეკითხება ყველა იტყვის,რომ რუსეთთან არაფერი გვინდა, ეს წითელი ხაზია. საგანელიძე ამას ვერ ხვდება. სამწუხაროდ, რუსეთს აქვს მტაცებლური მისწრაფებებიარა მხოლოდ საქართველოსარამედ მთელი რეგიონის მიმართ. ბუნებრივია, ეს გზა მან შეიძლება დამატებით რაღაცებშიც გამოიყენოს, არა მარტო ჩვენი, არამედ სხვის წინააღმდეგ. არ არის გარანტირომ ეს გზა  მხოლოდ სავაჭრო გზა იქნება, შეიძლება ის სხვა რამედ იქცეს, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.


პოლიტოლოგი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილზე გზის გახსნა არა თუ ურთიერთობებს დაალაგებს რუსეთთან, არამედ მეტად გაუხსნის ხელფეხს მეზობელ  ქვეყანას უფრო მასშტაბური აგრესიული პოლიტიკის გატარებისთვის და მიუხედავად მმართველი გუნდის აშკარა „კეთილმეზობლური“ დამოკიდებულებისა რუსეთთან, ოფიციალური მოსკოვის აგრესიული ინტერესები საქართველოს მიმართ ურყევი იქნება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.

 

 „ნებისმიერი გზა უნდა  განიხილო ეკონომიკურ კეთილდღეობის ჭრილში, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტის  გამო,  ეს არის  სრულიად  დამანგრეველი  ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.



მიუხედავად ქართული ოცნების პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში, უკვე რვა  წელია  ეს პოლიტიკა არ  ამართლებს და რუსეთი უფრო აგრესიულია, ყოველ დღე ხდება მცოცავი ოკუპაცია, ჩვენ მიერ კონტროლირებადი  ტერიტორიებიდან მოსახლეობას იტაცებენ. რუსეთს აქვს თავისი ინტერესები და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში.


გვახსოვს, რომ აგვისტოს  ომის  შემდგომ, მეტეო- სადგური მამისონზე,  რომელსაც  აკონტროლებდა ჩვენი ხელისუფლება, რუსეთმა  დაიკავა და  ეს  არის  რუსეთის  სტრატეგიული ინტერესიშესაბამისად  გზის  გახსნაზე  საუბარი ისე, რომ ეს არ არის  განხილული ქვეყნის  უსაფრთხოების  ჭრილში არის შეცდომა.  სამწუხაროდ  ქართული ოცნების ხელისუფლება და დავით  საგანელიძე, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ  დაფუძნებული საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების  უგულვებელყოფის  გზით ცდილობენ  წარმოაჩინონ  შესაძლებლობათითქოს  შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რაც მცდარი პოლიტიკა.


საქართველოს აქვს რუსეთთან  სატრანსპორტო გზა, ეს არის ლარსის მეშვეობით და დამატებით გზების განხილვა ამ  შემთხვევაში უნდა იყოს  განხილული როგორც ეკონომიკური , ასევე  უსაფრთხოების კონტექსტში იმისთვის, რომ დამატებითი ბერკეტი არ ჰქონდეს რუსეთს  ხელახალი აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს,“ - განმარტავს თეონა აქუბარდია.


რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტებს, პოლოტოლოგ გიორგი მუჩაიძეს მიაჩნია, რომ ბაზრის დივერსიფიკაციის ნაცვლად ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ცდილობს დამოკიდებული გახდეს რუსულ ბაზარზე და მოსახლეობას უქმნის ილუზიას, რომ მათი გადამრჩენელი არის ოკუპანტი ქვეყანა.


რუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება ყველამ იცის, რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია. იმის მაგივრად,რომ ჩვენი პროდუქციისა და ტურიზმის სექტორის დივერსიფიკაცია მოხდეს, კიდევ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებულები. ამაზე მეტყველებს ასეთი განცხადებები, რომ რუსეთი ჩვენი გადამრჩენელია, მათ შორის, რაჭის. მოსახლეობას აქვს შეგრძნებაა, რომ მათი ეკონომიკის გადამრჩენელი არის ოკუპანტი ქვეყანა.


სამწუხაროდ, ეს განცხადება არც  ერთი მიმართულებით, არც ეკონომიკური, არც ზოგადად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არ არის სასარგებლო.


ასეთი განცხადებები უკვე აისახა საერთაშორისო პარტნიორობაზეც, რაც გამოიხატა კონკრესმენების განცხადებებში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების რეზოლუციებსა და პირად განცხადებებში. ორიენტაციის ვექტორი ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა ფორმალურად, რეალურ ცხოვრებაში განსხვავებული პოლიტიკა ხორციელდება.


რეალურად, ნატოში ინტეგრაციის სურვილი დარჩება ფიქციად, წინ ვერ წავედით,“ - აცხადებს პოლიტოლოგი.   

                                                  

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ მოგვიანებით ონში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა, სადაც მედია მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.


“დღეს ონის რაიონს ტურისტული განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ მომავალ წელს გაიხსნას საჩხერე-შქმერი-ონის გზა, რომლის იდეის ავტორი, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მეც გახლდით. იქვე აღვნიშნე, რომ ასევე უნდა ვიფიქროთ ონი-ღები-უშგული-მესტიის ახალი გზის პროექტზე, რომელიც რაჭას სვანეთთან დააკავშირებს და თბილისიდან წამოსული ტურისტი უმოკლესი გზით, რაჭის გავლით მოხვდება სვანეთში.  ამასთანავე, იმედს გამოვთქვამ, რომ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რაჭაში ისევ ცხინვალის გზით ვივლით. ალბათ, გაიხსნება მამისონის გზაც, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე ონში. ჩემი სიტყვების ნებისმიერი სხვა სახით ინტერპრეტაცია გახლავთ მიზანმიმართული კამპანია და ყველას მოვუწოდებ, თავი აარიდონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებს საგანელიძე.

 

მამისონის უღელტეხილი მდებარეობს საქართველოსა და რუსეთის საზღვარს შორის. უღელტეხილზე გადის ამჟამად უფუნქციო სამხედრო გზა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up