ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილი თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილი თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს

access_time2020-07-02 12:00:53

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ განუცხადა, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა. როგორც ტყემალაძე აცხადებს თვითინ პროექტში ჩართული არ არის თუმცა, აქვს ინფორმაცია რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიურ კომპანია იმუშავებს. დამატებითი დეტალების გასაგებად, თუ რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანსაც დავუკავშირდით, თუმცა ჩხეტიანმა მედიაჰოლდინგის შეტყობინებებს არ უპასუხა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს ,,ინვესტ კაპიტალი”)  არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ 60 მლნ ლარად შეისყიდა.


აღნიშნულ საკითხს თავად ფონდიც გამოეხმარა. გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თუმცა აცხადებენ, რომ : „ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“.


გეტყვით იმასაც, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე „კომერსანტი“ აქამდეც წერდა. თემაზე მუშაობის დროს ვნახეთ, რომ მიტოვებული იპოდრომის  ინფრასტრუქტურა ნანგრევებად, რეკრეაციული ზონის ნაწილი კი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. რეკრეაციულ ზონაში სადაც ხშირად არასრულწლოვნებიც ერთობიან, საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად შეხვდებოდით კუსტარულად დამზადებულ მარიხუანას მოსაწევ ბოთლებს, გამოყენებულ შპრიცებს და ა.შ.


ძველ იპოდრომთან დაკავშირებით თემურ ტყემალაძეს გასულ წელსაც ვესაუბრეთ, მაშინ ივანიშვილის მეგობარი აცხადებდა, რომ კონკრეტული დეტალების თქმა არ შეეძლო, თუმცა, დაზუსტებით თქვა, რომ ტერიტორიაზე ცუდი არაფერი გაკეთდებოდა.

 

„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს . იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, - აცხადებდა თემურ ტყემალაძე 2019 წლის ბოლოს.

 

ამ დრომდე ტერიტორიას შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.


 

რაც შეეხება “ქართუ ფონდის” საქმიანობას, ფონდი რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს, ესენია: განათლება, კულტურა (მათ შორის სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება), ქართული სპორტის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გარემოსდაცვითი ღონისძებების განხოციელება. 2018 წლის განმავლობაში ფონდის მთლიანი ხარჯები 144 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წელთან შედარებით 63.8 მილიონით მეტი იყო. 2018 წელს ფონდის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ე.წ. “ვალების განულების” პროექტი იყო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობამ ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი განახორციელა. როგორც თავდაპირველად მათი მხრიდან დაანონსდა, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა და მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებოდათ. “ქართუ ფონდის” სხვა ისეთი მასშტაბურ პროექტებსაც ახორციელბს როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადრონული თერაპიის ცენტრი, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია.

 

2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.

 

“დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

 

• Krista Investments – 48.324%;

 

• Sargans limited – 45.353%;

 

• Tarpan – 1.092%;

 

• Agroservice LLC – 4.243%;

 

• Interinvest LLC – 0.988 %.

 

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით, უტა ივანიშვილია.


ბაჩო ადამია




პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს
access_time2020-08-06 11:30:25
იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ...

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
access_time2020-08-06 09:45:50
პანდემიის პერიოდში ლიბერთიმ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. ლიბერთის ახალი სერვისის მიზანია მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს...


მსგავსი სიახლეები

up