ძველ თბილისში, კრწანისის რაიონში 75 ნომრიანი სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

ძველ თბილისში, კრწანისის რაიონში 75 ნომრიანი სასტუმრო აშენდება (ფოტოები)

access_time2020-06-10 15:00:28

ძველ თბილისში, კრწანისის რაიონში „შპს ოლდ სითი გრუპი“ სასტუმროს აშენებს. პროექტით გათვალისწინებულია 19 მ სიმაღლის 7 სართულიანი (საიდანაც 2 მიწისქვედა სართულია, ხოლო 5 მიწისზედა სართული), 75 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მცირე ხნით დამკავებლებისათვის. კომპლექსში მოეწყობა სალექციო დარბაზი, ადმინისტრაციის ოფისები, ფიტნეს დარბაზი; სასადილო და ბარი.

 



მიწის ნაკვეთის ფართობი 1597 კვ.მ-ია, განაშენიანების ფართობი 814 კვ.მ საერთო ფართობი 4 151 კვ.მ აქედან საოფისე ფართობს 43 კვ.მ დაეთმობა, კომერციულს 258 კვ.მ ხოლო საზაფხულო ფართობისთვის 200 კვ.მ-ია გათვალისწინებული.

 

არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტი დამუშავებულია ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევის, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ანალიზის, მითითებული ლოკაციის სივრცით-მოცულობითი მახასიათებლების გამოკვლევის და დამკვეთის ტექნიკური დავალების საფუძველზე.

 



დასაბუთების წინასაპროექტო კვლევა დამუშავებულია კერძო დაკვეთით და მიზნად ისახავს ტერიტორიის გეგმარებით და სამართლებრივ მომზადებას სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის განხორციელებისთვის.

 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროექტო გადაწყვეტით ნავარაუდევია ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება და მასთან არსებული მცირე სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია-მოწესრიგება ქალაქმშენებლობით კონტექსტში. სასტუმროს დამსვენებლებისთვის განკუთვნილი დაუბრკოლებელი სატრანსპორტო მისადგომობის ორგანიზება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.

 



განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საპროექტო ჯგუფის მიერ დამკვეთის სურვილისამებრ დამუშავდა რაციონალური წინადადება, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებული გარემოს ღირებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, პროექტის კონცეფციაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ძველი თბილისის და კონრეტულად აღნიშნული უბნის კონტურული სტრუქტურა. კონტურის ძირითადი აქცენტია არსებული სკვერი, რომელიც ასათიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ქმნის შიდა სივრცეს.

 




არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფრომაციის მიხედვით, შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა საპარკე არქიტექტურას წარმოადგენს და რა დროსაც იქმნება ერთიანი უწყვეტი კონცეფცია: სკვერი-შენობის საპარკე არქიტექტურა და შენობის ბრტყელი მწვანე სახურავი, რომელიც სკვერის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტა კი ქმნის ერთიან კონცეფციას, ერთიან არეალს: სკვერი-საპარკე არქიტექტურა-ისევ სკვერის გაგრძელება და შენობის უკან ლანდშაფტურ-რეკრეაციული სივრცე. ეს გადაწყვეტა: შემავალი ვიწრო შიდა სივრცის (ქუჩის) წარმოქმნა და მისი გახსნა უკან ლანდშაფტური არეალისკენ ერთადერთი სწორი კონცეფციაა საპროექტო არეალისთვის. განმარტებით ბარათში წერია, რომ კონცეფციით ნარჩუნდება შენობის წინ ქუჩისპირა სკვერი, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბებულ ქუჩის რიგის, რიტმის თავისებურებებს შეინარჩუნებს.

 



პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისის ძველ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი სტიმული იქნება არეალის ტურისტული ცენტრად ჩამოყალიბების კუთხით.

 

დოკუმენტში წერია, რომ კონცეფცია სრულად ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული მცირე სკვერის კეთილმოწყობას და გამწვანებას. მათი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მოუწყობელი და მოუწესრიგებელი რეკრეაციული სივრცე. დამკვეთი იღებს პასუხისმგებლობას მოაწყოს კეთილმოწყობილი სკვერი ფანტანითა და ორიგინალური ფანჩატურით. განმარტავენ, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის ეზოში განვითარებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის დასაგეგმარებელი სასტუმროს კომპლექსს ტურისტებისთვის. ის ამავე დროს დარჩება ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის როგორც რეკრეაციული არეალი. ამის გათვალისწინებით, დამსვენებელ ტურისტებს საშუალება მიეცემათ სრულიად ახალი რაკურსით აღიქვან ქალაქის განაშენიანების მიმზიდველობა და სტრუქტურა.

 



პროექტით ასევე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება. აღნიშნული საჭიროებს ტერიტორიის განვითარების ხედვის შეჯერებას და სამშენებლოდ მომზადებას - დაგეგმვას. დაგეგმილია შენობის ფუნქციონირებისთვის საჭირო სატრანსპორტო მისადგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ობიექტს საჭირო ინფრასტრუქტურით.

 



პროექტის ავტორების განმარტებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ძველი შენობის სარდაფში განლაგებული თაღოვანი ნაგებობა რომლის შენარჩუნებაც რეკომენდირებულია ისტორიულ-არქიტექტურული კვლევით.

 

ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეოიურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ „შპს ოლდ სითი გრუპი“  2018 წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა, კომპანიის  დირექტორი გიორგი თავდიშვილია. „შპს ოლდ სითი გრუპში“ კი წილები შემდეგ ნაირადაა გადანაწილებული:  გიორგი თავდიშვილი 25%, გიორგი გველესიანი 25%, თემურ უსტიაშვილი 25%,  თემურ ბიწაძე 25%. 

 

აღსანიშნავია, ის რომ გარდა ძველ თბილისისა, გიორგი თავდიშვილი ჭილაძის ქუჩაძეზე სასტუმრო კომპლექსს აშენებს. პროექტი მოიცავს ორი ბლოკისგან შემდგარ სასტუმრეობს „holiday inn express“-სა და „ameri plaza“-ს. პროექტის დამკვეთი შპს „ამერი დეველოპმენტია“.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებსაიტის www.companyinfo.ge - ის მიხედვით გიორგი თავდიშვილი „შპს ჯი-თი გრუპ“-ის 33.00% -ს ფლობს, ასევე 20.00 %-ს „შპს ამერი დეველოპმენტში“, 100 %- ს „შპს ზეკარში“, იგი 30 % -ს ფლობდა „შპს ვესტინვესტში“.

 

საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიერ შექმნილი სატენდერო მონიტორის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ კომპანიას „შპს ჯი-თი გრუპ“-ს დღემდე მოანწილეობა აქვს მიღებული 262 ტენდერში, საიდანაც 50 %-ში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 58 156 980 მლნ ლარია ხოლო მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 53 870 940 მლნ. ლარი. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდევბს ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 3 410 706 მლნ. ლარია.


რაც შეეხება მის ბიზნესს პარტნიორებს, მაგალითად თემურ უსტიაშვილს 2016 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის. იგი „შპს ჯი-თი გრუპ“-ის 33.00% -ს ფლობს, ასევე 20.00 %-ს „შპს ამერი დეველოპმენტში“. იგი 30 % -ს ფლობდა „შპს ვესტინვესტში“. უსტიაშვილი ასევე არის „შპს ჯი-თი მოტორსის“ დირექტორი, ამ კომპანიის 100% წილის მმართველი კი თავის მხრივ „შპს ჯი-თი გრუპ“-ია. შპს 'ჯი-თი მოტორსს მოანწილეობა აქვს მიღებული 255 ტენდერში, კომპანიამ ტენდერების 70 პროცენტში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 42 603 114 მლნ ლარია ხოლო მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 37 746 746 მლნ ლარი. კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 1 466 გამარტივებული შესყიდვაში ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 8 811 192 მლნ ლარია.


კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი გიორგი გველესიანი 34.00%-ს ფლობს  „შპს ჯი-თი გრუპში“, 20.00% - ს „შპს ამერი დეველოპმენტი“, იგი 33 % -ს ფლობდა „შპს ვესტინვესტში“.

 

რაც შეეხება თემურ ბიწაძეს იგი 43.00%-ს ფლობს „შპს ალიანსს ქობულეთში“, 51.00%-ს „შპს ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთში“, 33.30%-ს „შპს ალიანს ლისში“, 100.00%-ს „შპს ალიანსის დასვენების კლუბში“ ასევე 100.00%-ს ფლობს „შპს პუშკინის 124-ში“ და 70.00-ს „შპს პროგრესს სიტიში“.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up