ძველ თბილისში IBIS STYLES OLD TBILISI 2023 წელს გაიხსნება

ძველ თბილისში IBIS STYLES OLD TBILISI 2023 წელს გაიხსნება

access_time2022-01-14 11:00:00

ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებლი კომპანია kala Ubani-ა. პროექტი, 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაძის 39-ში განთავსდება.

ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია შპს სპექტრუმი ავითარებს სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია.

„თბილისის ძველი უბნის შუაგულში ახალი პროექტის დაწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. საქართველო უნიკალური ქვეყანაა შეუზღუდავი ტურისტული პოტენციალით და გამორჩეული ხასიათით, რომელიც იდეალურად ერგება Ibis Styles-ის ბრენდის იდენტობას. გვინდა, რომ სასტუმრო Ibis Styles-მა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭროს თბილისის სასტუმროს ბაზარზე. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ მართლაც ნათელი და ელეგანტური სასტუმრო“, - აცხადებს Accor-ის გენერალურმა დირექტორმა რუსეთის, საქართველოს, უკრაინის და დსთ-ს ქვეყნებში ალექსის დელაროფი.

პროექტის მენეჯმენტ კომპანია შპს PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ Accor-თან მუშაობა დიდი პრივილეგიაა. „მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ეს ადგილი გახდეს მიმზიდველ მოგზაურებისთვის,“ - აცხადებს გადაევი.


Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი.

Ibis Styles ზოგადად ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია, როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა.AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.


business-partner.ge

თეგები:
IBIS STYLES OLD TBILISI



24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...


მსგავსი სიახლეები

up