ძველ თბილისში, ცისკრის ქუჩაზე საერთაშორისო ბრენდის  „ნოვოტელის“ სასტუმრო აშენდება

ძველ თბილისში, ცისკრის ქუჩაზე საერთაშორისო ბრენდის „ნოვოტელის“ სასტუმრო აშენდება

access_time2019-08-16 13:30:11

ძველ თბილისში, ცისკრის ქუჩაზე საერთაშორისო ბრენდის  „ნოვოტელის“ სასტუმრო აშენდება. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დამკვეთი „შპს ავლაბარი სითია“, რომლის დირექტორიც  რანა ბაბაევაა.


 მანამდე ავლაბარში სასტუმროს აშენებას კომპანია  შპს ავლაბარი ნოვა გეგმავდა, თუმცა კომპანიამ ტერიტორია და პროექტი, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო „შპს ავლაბარი სითის“ მიჰყიდა. სამართლებრივი ცვლილებაზე აქიტექტურის სამსახურის თანხმობა ახალმა მფლობელმა 18 ივლისს მიიღო.


 როგორც ბაბაევამ „კომერსანტს“ განუცხად კომპანია პროექტის შეცვლას არ აპირებს. დამატებით დეტალებზე საუბარი კი  „შპს ავლაბარი სითის“ დირექტორმა არ ისურვა.


 



არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით,  საპროექტო მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 4990 კვ.მ. შენობის ძირითადი პერიმეტრული ნაწილი განკუთვნილია სასტუმრო ნომრებისა და მასთან მიბმული შესაბამისი ფუნქციებისთვის და მოიცავს A,B და C ბლოკებს, რომლის პირველი სართული უკავია საკონფერენციო დარბაზებს, რეცეფციას, ბარს, სპას, ფიტნესს და რამდენიმე სასტუმრო ნომერს. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე მეტნაკლებად ტიპური გეგმარებით განთავსებულია სასტუმრო ნომრები, ხოლო მე-5 სართულზე მოიაზრება რესტორნის, ბარის და აუზის ტერასის მოწყობა. შენობის მთელ პერიმეტრზე 2-4 სართულები გეომეტრიულად კონსოლის სახით გამოყოფილია შენობის დანარჩენი ნაწილიდან და ღიობების შორის გაჩენილი დამატებითი.

 


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომპლექსის დამოუკიდებელ ნაწილად კომპანია განიხილავს მრავალფუნქციურ საბანკეტო დარბაზს. შენობის არქიტექტურული იერსახე მკვეთრად განსხვავდება კომპლექსის დანარჩენი ნაწილისაგან, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: 1) 450-500 სტუმარზე გათვლილი ერთიანი დარბაზი კოლონების გარეშე; 2) სივრცე რომელიც იქნება ბუნებრივად განათებული, თუმცა ფუნქციიდან გამომდინარე საჭირო სიმყუდროვეს შეითავსებს და მხოლოდ სტრუქტურისა და სილუეტების აღქმა იქნება შესაძლებელი; 3) კონსტრუქცია, რომელიც სივრცის მარტივი ტრანსფორმაციისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ადაპტაციის საშუალებას მოგვცემს. საბანკეტო დარბაზის დაახლოებით 3/4 კონსოლურად არის განთავსებული, რაც ერთის მხრივ შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს, ხოლო მეორეს მხრივ მის ქვეშ ღია ავტოსადგომის (25 მანქანაზე) მოწყობის საშუალებას იძლევა. შენობის ძირითადი სტრუქტურული ელემენტების დინამიური მიმართულებები პოლიკარბონატის ტიპის საფასადე მასალასთან კომბინაციაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს კომპლექსის სტუმრებზე.

 


ირკვევა, რომ პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი სივრცეების ჩამოყალიბება; ერთის მხრივ ვარდის მოედნის ქუჩის მხრიდან საპროექტო განაშენიანება უზრუნველყოფს მიმდებარე საზოგადოებრივი მოედნის ჩამოყალიბებას, დამატებით იქ განთავსებული ხე-მცენარეების სარეკრეაციო პოტენციალის გათვალისწინებით. შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვანი და აქტიური საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გამოაცოცხლებს სოციალურ აქტივობას. მეორეს მხრივ პროექტის გეგმარებითი სტრუქტურა ითვალისწინებს საკმაოდ დიდი ზომის (1100 კვ.მ) შიდა ეზოს შექმნას, რომელიც მოედნისგან განსხვავებულ სიმყუდროვეს და გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებლებს. ეზოს ატმოსფერო დიზაინის მხრივ, ძველ-თბილისური ბაზრობებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეითავსებს .

 

ბაჩო ადამია





ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...


მსგავსი სიახლეები

up