„ძნელია, გახარიას ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი’’- უცხოური გამოცემები საქართველოზე

„ძნელია, გახარიას ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი’’- უცხოური გამოცემები საქართველოზე

access_time2019-09-03 21:00:36

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენის ფაქტს უცხოური გამოცემები ეხმაურებიან. განსაკუთრებით პოპულარული თემა რუსულ მედიაშია, თუმცა რუსული გამოცემების გარდა საკითხი მცირე მასშტაბებით გააშუქა რამდენიმე საერთაშორისო გამოცემამაც, მათ შორის; „ევრონიუსმა“, „როიტერსმა“  და „ბი ბი სის“ რუსულენოვანმა განყოფილებამ.

 

 

როგორც რუსულენოვანი BBC იუწყება გიორგი გახარია საქართველოში არც თუ ისე პოპულარული პოლიტიკოსია.

 

„გიორგი გახარიას, ძნელია ვუწოდოთ პოპულარული პოლიტიკოსი - ამ ზაფხულს მის გადადგომას ათასობით ადამიანი ითხოვდა თბილისის ცენტრში. მას ბრალდება ძალის გადამეტება 21 ივნისს, გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ მიმართული აქციის დაშლისას.  აქციის დაშლისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, 200-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორ მომიტინგეს კი რეზინის ტყვიებით თვალი ამოთხარეს“, - წერს რუსულენოვანი BBC-ის ჟურნალისტი.

 

 

გამოცემა მკითხველს გახარიას შესახებ დამატებით ინფორმაციასაც აწვდის და წერს, რომ იგი 2016 წლამდე საქართველოში მინისტრად დანიშვნამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

 

 

რაც შეეხება Reuters-ს, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო მკითხველს მწირ ინფორმაციას სთავაზობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით. სააგენტოს მოსკოვის ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერთ წელზე ცოტა მეტ ხნიანი მოღვაწეობის შემდეგ, მამუკა ბახტაძე პოსტიდან გადადგა, მის ნაცვლად კი მმართველმა პარტიამ გიორგი გახარია წარადგინა.

 

 

შედარებით ვრცელია ევრონიუსის’’ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი. საერთაშორისო გამოცემა, აღნიშნავს, რომ გახარიას დასახელებამ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ, ქვეყნის  პირველი პოლიციელი (იგულისხმება გახარია) არაერთხელ დაადანაშაულეს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულად გამოყენებაში.

 

 

აქვე ევრონიუსი’’ გახარიას საწინააღმდეგო აქციების სირცხვილიას’’ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქართველი ჟურნალისტის შოთა დიღმელაშვილის ფეისბუქ პოსტს სთავაზობს მკითხველს, სადაც დიღმელაშვილი წერს, რომ გახარიას პრემიერად წარდგენა, ქვეყანაში უფრო დიდ პროტესტსა და მასშტაბურ გამოსვლებს გამოიწვევს.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოსტიდან გუშინ გადადგა, მან განცხადება სოცქსელში დაწერა, 1 დღის შემდეგ კი, ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტიის თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.


bm.ge




თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე

თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up