ძნელია არეულობაში პროგრესი, პროგრესი ხდება იქ, სადაც ყველაფერი დალაგებულია - გიორგი პოპიაშვილი

ძნელია არეულობაში პროგრესი, პროგრესი ხდება იქ, სადაც ყველაფერი დალაგებულია - გიორგი პოპიაშვილი

access_time2022-07-26 18:00:57

შემდგარი ქვეყნების უპირატესობა ის არის, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს იმის საშუალება იმუშაოს, იცხოვროს და საკუთარი კაპიტალი თავადვე გამოიმუშაოს, - ამის შესახებ „რადიო“ კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში - „ბრენდი საქართველო“ ლევან კობერიძესთან ერთად არტ დირექტორმა გიორგი პოპიაშვილმა განაცხადა.


გადაცემაში, რომლის თემაც შემოქმედებითი ქვეყნის ბრენდინგში ადამიანების როლი იყო, პოპიაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ყველაფერი რაღაც აწყობილი მანქანასავითაა და მერე შემდგომ თავად მუშაობს. წამყვანის კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანმა ქვეყნის ბრენდს თავისი წვლილით რაღაც შემატოს, არტ დირექტორმა უპასუხა, რომ „ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ“.


„უნდა გვქონდეს მოტივაცია ამისთვის. თან ეს საქმე ხარისხობრივადაც კარგად უნდა გავაკეთოთ. მაგრამ მეორეს მხრივ თავად ქვეყანამაც ხელი უნდა შეგვიწყოს. უნდა მოგვცეს საშუალება აქ ვიმუშაოთ, ვიყოთ რეალიზებულები და ზოგადად საბაზისო საკითხები მოგვარებული უნდა იყოს. მე მიყვარს საქართველო და აქ მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ხოლმე გასული. დარჩენის შანსი მქონია და ის კარიერის დაწყების, მაგრამ საქართველოში რაღაც მექაჩება.


მგონია, რომ საქართველოში თვითონ ქვეყანა და გარემო არ იძლევა საშუალებას, რომ საშუალო არითმეტიკულმა ადამიანმა კარგად ცხოვრობდეს. იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოში რაღაცას მიაღწიეს, რომ უფრო რაღაცეებში გაუმართლათ და წინ წავიდნენ. შემდგარი ქვეყნების უპირატესობა ის არის, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ იმუშაოს, იცხოვროს და საკუთარი კაპიტალი თავადვე გამოიმუშაოს. ეს რაღაც აწყობილი მანქანასავითაა, მერე შემდგომ თავად მუშაობს.



ვფიქრობ ქვეყანაში, პირველ რიგში მარტივი რამეებია მოსაგვარებელ/დასალაგებელი, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკა. ნორმალურ ქვეყნად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ძალიან ძნელია არეულობაში პროგრესი. პროგრესი ხდება იქ, სადაც ყველაფერი დალაგებულია, პროგრამა მინიმუმი მიღწეულია. ფულს რაშიც ვუხდით მთავრობას და ზოგადად ეს ინსტიტუციები რისთვისაც არსებობს, რომელიც აყალიბებს კარგ გარემოს მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში ამ ინსტიტუციებმა უნდა იმუშაონ კარგად და გამართულად. ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ ვერ დავლაგდით. ცუდი ისაა, რომ დიდი ხანი მოგვიწია არეულობაში ყოფნა. სულ წვალება, გადატრიალება-გადმოტრიალებაში ვართ და ამასობაში ცუდი თვისებებიც დაგვიგროვდა. ბავშვი, რომ ტრავმულ გარემოში იზრდება შემდეგ მას ეს ტრავმული რაღაცეები მოყვება. ხშირ შემთხვევაში წარსული არ აძლევს საშუალებას, რომ ახალ გარემოში პროდუქტიული იყოს“, - განაცხადა გიორგი პოპიაშვილმა.


არტ დირექტორმა გადაცემაში საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და განმარტა, რომ უცხოეთში ცხოვრებისა და მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისთანავე იმ კარგის გადმოტანა გადაწყვიტა, რაც უცხოეთში კარგად მუშაობდა, თუმცა ამაოდ.

„მქონდა მოლოდინი საზღვარგარეთ, რაც ვნახე ჩავალ საქართველოში და დავნერგავ, მაგრამ არ გამოდის, ბევრი ხელისშემშლელია.

უბრალო მაგალითს გეტყვით, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი მუშაობა დავიწყე სარეკლამო სააგენტოში და მოვითხოვე მინიმალური დისციპლინა, თუმცა ამაოდ. გავიდა დრო და მე თავად მოვრბილდი და მეც ისევე მოვიქეცი როგორც სხვები“, - აცხადებას არტ დირექტორი.


გიორგი პოპიაშვილის თქმით, არის ორი გარემო რამაც შეიძლება შემოქმედებითი აყვავება განაპირობოს, ეს არის უკიდეგანო რეპრესია და ძალიან დიდი თავისუფლება.


„ევროპამ თითქოს გაარკვია რა არის თავისუფლება და დანერგა ეს ღირებულებები. ჩვენ თავისუფლებისკენ მიდრეკილება გვაქვს, მაგრამ მგონია რომ ეს არის რომანტიკაში ჩარჩენილი სიტყვა. თავისუფლება სოციალურ სივრცეში არის ის, რომ შენ სივრცე დაუტოვო სხვა ადამიანებსაც, მათაც სცადონ. არ გააკრიტიკო. კრიტიკა რაღაც ფორმით კარგია მაგრამ... თითქოს ენთუზიაზმით ვართ განწყობილი კრიტიკაზე, დაცინვაზე. მამაპაპურ ხაზს თუ ვინმე გადაუხვევს, მასზე ჩასაფრებული ვართ. როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს ის 10-დან 9 შემთხვევაში ცხვირს წაიმტვრევს. ცხვირს წაიმტვრევს იმიტომ, რომ რაღაცას აკეთებს. სწორედ ეს პროცესია საჭირო, რომ საბოლოოდ შედევრი შეიქმნას“, - განაცხადა არტ დირექტორმა გიორგი პოპიაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up