ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები)

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები)

access_time2020-06-02 10:00:01

სამოთხე დედამიწაზე-ასე უწოდებენ მოლაშქრეები ტობავარჩხილის ტბებს. დაუვიწყარ ადგილს საქართველოში, რომელის ულამაზესი, ველური და ხელშეუხები ბუნება ნებისმიერი მნახველის აღტაცებას იწვევს. რეალობად ქცეულ ზღაპარს, ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტბამდე მისაღწევად, შესაძლოა ტურისტს სამი დღე დასჭირდეს ეს ურთულესი მარშუტი ერთ-ერთი მიმზიდეველი ადგილია, ადგილი რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება.


ტობავარჩხილის ტბებისაკენ ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი საკურორტო სოფელ მუხურში იწყება. შურუბუმუ, ქოყო და ლუგელას ხეობა, კარსტული მღვიმეები, ტბები და ჩანქერები ისტორიულ, უძველეს სოფელში ბევრი ადგილია მოსანახულებელი თუმცა, სოფელში ამ დრომდე არ არის სასტუმრო. საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის შემდეგ ტურისტს არ აქვს შესაძლებლობა მუხურის ტერიტორიაზე კომფორტულად დაისვენოს.




თუმცა, რეალობა უახლოეს მომავალში, რადიკალურად შეიცვლება ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში სამშენებლო სამუშაოებსაც. მშენებლობის დეტალებზე „კომერსანტთან“ „ლაკადა გრუპის“ გენერალური დირექტორი ლაშა ჩიქოვანი საუბრობს.


„ჩხოროწყუს რეგიონში, სოფელ მუხურში ორი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებს ვახორციელებთ. პირველი სასტუმრო ერთ წელიწადში დასრულდება, ჯამში ჩვენ 2021 წლის ბოლოს, სოფელ მუხურში ორი ოპერირებადი სასტუმრო გვექნება. პირველი სასტუმრო სამ ვარსკვლავიანი 30 ნომრით, მეორეც 30 ნომრიანი იქნება თუმცა, უფრო მაღალი კლასის,ოთხ ვარსკვლავიანი. ორივე სასტუმროს ჯამური ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 12 მილიონი დოლარი იქნება, თითო სასტუმროზე 6 მილიონი დოლარი დაიხარჯება. 2021 წლის ბოლოს სასტუმრო იქნება გამართული, მაგრამ ამ ტერიტორიაზე აქტიური ტურისტული სეზონი ზაფხულში იწყება, სწორედ ამიტომ სასტუმროს მთავარი გახსნა 2022 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი“, - აცხადებს ლაშა ჩიქოვანი.




ლაშა ჩიქოვანი აცხადებს, რომ მუხური იქნება ერთგვარი გამანაწილებელი ცენტრი, სადაც ტურისტები შეძლებენ ღამის გათევას და სოფელში დარჩენას, სწორედ ამის შემდეგ ისინი შეძლებენ ტობავარჩხილზე ავიდნენ. „ლაკადა გრუპის“ გენერალური დირექტორი ყურადღებას მუნიციპალური განვითარების ფონდის 13 მაისს გამოცხადებეულ ტენდერზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. მომსახურების ღირებულება 11 928 092 ლარია. ელექტრონული ტენდერში  წინადადებების მიღება 3 ივნისს დასრულდება. ლაშა ჩიქოვანი ვარაუდობს, რომ დაახლოებით ორ წელში შეიქმნება ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული მიმართულება საქართველოში.

 

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, შეგვეძლება საკმაოდ დიდი მანძილი ავტომობილით გავიაროთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილით ტბებამდე შევძლებთ მისვლას, ყველაზე რთული მონაკვეთის გავლა ტურისტებს ისევ ფეხით მოუწევთ. შეიქმება ტურისტული ცენტრი, სადაც ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაისვენოს მაღალი დონის სასტუმროში, ასევე აქტიურად დაისვენოს ხეობაში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია მთელ რეგიონში, რადგან სამეგრელოს მხარეს, რომ გამოვაკლოთ ანაკლია და ზუგდიდი ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. მუხური აქამდეც პოპულარული ადგილი იყო ტურისტებში, განსაკუთრებით ევროპელ ტურისტებში, პოლონელები და გერმანელები ძალიან აქტიურად ჩამოდიოდნენ. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა, მათ შორის სპელეოლოგია. სოფელ მუხურში არის შურუბუმუს მღვიმე, ეს არის ბუნებრივად შექმნილი ადგილი, სადაც შესაძლებელია სტალაქტიტების და სტალაგმიტების ნახვა. ასევე სოფელ მუხურში არის ლუგელას ხეობა, ეს არის მდინარე ხობისწყლის ხეობა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ჯომარდობისთვის, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად არის მიჩნეული ამ სპორტით დაინტერესებული სპორტსმენებისთვის. ხეობაში არის ძალიან ბევრი ჩანჩქერი, მათ გარკვეული ნაწილი შესწავლილია და დღესაც ჰყავს სტუმრები, თუმცა დიდი ნაწილი ამ დრომდე უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ერთიანი  განვითარების კონცეფციის საფუძველზე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩანჩქერებთანაც მოეწყონ ტურისტულ მარშრუტები“, - განმარტავს ლაშა ჩიქოვანი.





ლაშა ჩიქოვანი აცხადებს, რომ სასტუმრო დიდ ბიძგს მისცემს ლუგელას ხეობის ათვისებას. მისი თქმით, მუხური რეზორთი როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტებისთვის ამ ადგილის წარმოჩენაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. „ლაკადა გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა სასტუმროს საფასო პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განმარტა, რომ კომპანიის მთავარი მიზანი არის ის, რომ არა მხოლოდ უცხოელმა ტურისტმა არამედ საშუალო შემოსავლის ქართველმაც შეძლოს ამ ობიექტებზე დასვენება, მისი თქმით,  სამ ვარსკვლავიან სასტუმრო სწორედ ამ მიმართულებაზეა გათვლილი. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ლაშა ჩიქოვანმა არ ისურვა საუბარი ინვესტორებია.

 

„კომერსანტის“ ინფორმაციით სოფელ მუხურში სასტუმროს ბიზნესმენები, ძმები ხარებავები აშენებენ.

 



ამონაწერით სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს მუხური რიზორთი გასული წლის 25 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი დავით ცისკარიშვილია, ხოლო 100% წილის მფლობელი მარიკა უგრეხელიძე.

 

მარიკა უგრეხელიძე ფლობს შპს პარკ ჰოტელის წილის 100 პროცენტს (ქრაუნ პლაზა ბორჯომი ) მის მფლობელობაში შპს თემა ჯგუფი, შპს პარაცელსი (კლინიკა პარაცელსი) შპს ბორჯომის №1 აფთიაქი, შპს ლოტუს ჰოტელ, შპს დიზონ ჯორჯია რომლის 100 პროცენტი წილის მფლობელიც 2016 წლამდე ბიზნესმენი თენგიზ ხარებავა იყო.


მარიკა უგრეხელიძე დაკავშირებული, რომ არის  ძმებ ხარებავებთან ადასტურებს სოციალურ ქსელში „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოც:


 



ალექსანდრე ხარებავა სასტუმროს გახსნაზე


რაც შეეხება კომპანიის დირექტორს დავით ცისკარიშვილია.იგი იყო შპს ვაშლის ბაღები ხარებას დირექტორი, რომლის 100 პროცენტის მფლობელი არის ზემოთ ხსენებული ბიზნესმენის თენგიზ ხარებავას ძმა ალექსანდრე ხარებავა. იგი ასევე იყო შპს კობის დირექტორი, რომლის პარტნიორი ასევე იყო ალექსანდრე ხარებავა. ოფიციალურად ცისკარიშვილი შპს ყვარლის ღვინის გვირაბის 100 პროცენტის მფლობელიცაა თუმცა, ყვარელში საკმარისია ნებისმიერ გამვლელს ჰკითხოთ - სადაა გვირაბი ყველა მეღვინეობა ხარებას მიგასწავლით. ბიზნეს კავშირები აქაც იკვეთება, „მეღვინეობა ხარებას დამფუძნებელი ალექსანდრე ხარებავაა.

 

თავად ალექსანდრე ხარებავას სამეწარმეო საქმიანობის რაოდენობა საკმაოდ დიდია.



transparency.ge- ზე გამოქვეყნებული ინფორაციის მიხედვით ირკვევა, რომ ხარებავა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა 2014-16 წლებში ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 100 000 ლარამდე შესწირა.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up