„ძლივს“ ასე ჰქვია პორტატულ ბარს, რომელიც ნებისმიერ ადგილას მომხმარებელს სხვადასხვა სახის კოქტეილით გაუმასპინძლდება.
სტარტაპის იდეა ბექა ლუარსაბიშვილს ეკუთვნის, როგორც მან „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტა, იდეა პანდემიის დროს გაუჩნდა, რადგან იმ პერიოდში სადმე წასვლის და კოქტეილის დალევის საშუალება არ იყო.
„პანდემიის პერიოდში სახლში ვიჯექი და გამიჩნდა სურვილი, რომ მსგავსი რაღაც გამეკეთებინა, ეს ალბათ უფრო იმან გამოიწვია, რომ სადმე წასვლა, რამის დალევა და გართობა არ შეგვეძლო.“ — განმარტავს ბექა ლუარსაბიშვილი.
ბექა ლუარსაბიშვილი მოხმარებელს წვეულებაზე მოსიარულე ბარს სთავაზობს, მისი განმარტებით ბარს როგორც თბილისში ასევე მის შემოგარენში შეუძლია მისვლა.
„ჩვენს პორტატულ ბარს თბილისში ან თბილისს გარეთ ნებისმიერ წვეულებაზე წავიღებთ. სასმელთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას ჩვენს თავზე ვიღებთ. ამ ეტაპზე კოქტეილებს ვთავაზობთ. დამქირავებელი არაფერს არ აკეთებს, ყველაფერი ჩვენია. - აღინშნავს ბექა ლუარსაბიშილი.
პორტატული ბარის მომსახურეობის საფასური ლოკაციაზეა დამოკიდებული და ღირებულება ასი ლარიდან სამას ლარამდე მერყეობს.
ბექა ლუარსაბაშვილმა სტარტაპი საკუთარი სახსრებით დაიწყო, ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავენ.
თაკო კვაჭანტირაძე