ძიანგსის პროვინციის ოფიციალურმა დელეგაციამ „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

ძიანგსის პროვინციის ოფიციალურმა დელეგაციამ „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

access_time2017-08-11 18:20:43

საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და ფონდის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხდა.

 

შეხვედრას ჩინეთის მხრიდან დელეგაციის ხელმძღვანელი ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი ლი ‘იხუანი, ასევე, ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძიანგსის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც ორშაბათს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში” გაიმართება.

 

შეხვედრის მონაწილეებმა„საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილისავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს, ღონისძიების დეტალები განიხილეს და  მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციას შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


 

მხარეებმა შეხვედრაზე საკითხთა ფართო სპექტრზე გააკეთეს აქცენტები. მათ შორის იყო ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტირების საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შედგა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების საკითხში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული სამუშაოსთვის.

 

ძიანგსის პროვინციის ოფიციალურმა დელეგაციამ ასევე, შეხვედრა გამართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მის მოადგილე გიორგი ახვლედიანთან და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან.



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში

რა ღირს აგარაკის დაქირავება ზაფხულში
access_time2020-07-05 13:00:54
სეზონზე აგარაკების დაქირავებაზე მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, თუმცა, ფასები არ შეცვლილა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ SS.ge-ში...


მსგავსი სიახლეები

up