ძეხვეულის კომპანია „ზეიკიძის“ დამფუძნებელი დავით ზეიკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას უერთდება

ძეხვეულის კომპანია „ზეიკიძის“ დამფუძნებელი დავით ზეიკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას უერთდება

access_time2021-10-14 16:30:00

შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, – ამის შესახებ ძეხვეულის კომპანიის „ზეიკიძე“ დამფუძნებელმა, და 1990-იან წლებში შსს-ს მაღალჩინოსანმა, დავით ზეიკიძემ განაცხადა.


ზეიკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება, რადგან ფიქრობს, რომ დღევანდელი მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება.



„2003 წელს აქ ვიდექი, მე რომ მეგონა მოვიდოდა მთავრობა, განვითარდებოდა ქვეყანა, ისევ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება, გინდა მიშა იყოს, გინდა ნებისმიერი ადამიანი. ამას ვემსახურები მთელი ცხოვრება და ამიტომ ვდგავარ აქ. შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება“, – განაცხადა ზეიკიძემ.


1tv.ge





„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up