„პრივატიზების პროცესი ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ“- რამაზ გერლიანი

„პრივატიზების პროცესი ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ“- რამაზ გერლიანი

access_time2020-05-13 15:00:22

„მიმდინარე წელი ყველა შემთხვევაში რეგრესულად დამთავრდება, 2021 წელს ეკონომიკა გამოცოცხლდება, ხოლო 2022 წელს გვექნება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა თუ ჩვენ კერძო საკუთრების ფორმულირებას მოვახდენთ ძალიან სწრაფად დროსა და სივრცეში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“ რამაზ გერლიანმა განუცხადა. მისი თქმით მაშინ როდესაც ქვეყანას პრაქტიკულად ეკონომიკური სტაგნაცია აქვს, როგორც არასდროს ისე სჭირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ეკონომისტი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება საქართველოს შანსი ჰქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, სხვა შემთხვევაში მისი განმარტებით, არა თუ ორნიშნა შესაძლებელია დადებითი ეკონომიკური ზრდა საერთოდ არა ჰქონდეს.

 

„ხშირად საუბრობენ, თუ რომ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა? სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს, იმას რომ საბაზრო ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ პრინციპებს ხელი შეუწყო, ნებისმიერი ამ ტიპის პოლიტიკა იქნება სწორი. ეს სისწორე დგას ორ მთავარ პრინციპზე ერთი არის ეფექტიანობა და მეორე სამართლიანობა. ნამდვილად არ არის ეფექტური, როდესაც სასოფლო ან არასასოფლო მიწა გამოუყენებელია და ის საზოგადოებრივ კეთილდღეობას ვერ ქმნის. იქნება ეს შენობა, ურბანული მიწა, წიაღისეული თუ სახელმწიფო საწარმოები რომელიც ხორცმეტივით არის ბიუჯეტში ჩამოკიდებული“, - განმარტავს რამაზ გერლიანი.

 

რამაზ გერლიანის თქმით საქართველოსთვის სტაგნაციის ვარდნის სიმძიმე არ იქნება ისეთი რთული, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ არასწორი პოლიტიკით სტაგნაციის პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება, რაც ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის.როგორც გერლიანი აცხადებს, მძლავრი ეკონომიკით საქართველო არც აქამდეც  გამოირჩეოდა და თუ კერძო საკუთრების ფორმირების პოლიტიკა ახლა მაინც არ გატარდა, შანსი ხელიდან იქნება გაშვებული და სტაგნაციიდან გამოსვლის პერიოდი შეიძლება 5- 6 წელი გაგრძელდეს.

 


„ეკონომიკა მცირდება, შესაბამისად, მცირდება სახაზინო შემოსავლები, როგორც არასდროს ისე გჭირდება რეფორმის ჩატარება, ვინაიდან, ეს ერთის მხრივ მოგვცემს კერძო საკუთრების სრულად ფორმირებას, მეორეს მხრივ, მოგვცემს სწორ საბაზრო ნიშნულს, როგორიც არის საყოველთაო თანაბარი კონკურენცია. საბოლოო ჯამში, ამას მივყავართ ეკონომიკურ თავისუფლებამდე, ეკონომიკური თავისუფლება კი ნაკლებ საბაზრო წნეხი ნიშნავს. იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა, ბუნებრივად უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ბუნებრივად შესაძლებელია მაშინ, როდესაც საფონდო ბაზარი ყალიბდება. ჩვენთან დღეს საფონდო ბაზარი არ არის. მეორე საკითხია ასე ვთქვათ საგადასახადო  ტვირთი, ორი ძირითადი ხარჯი აქვს ეკონომიკას, ბიზნეს სუბიექტებს, ფიზიკურ პირებს,  ვინც ეკონომიკის მიმართულებით მოქმედებს, ეს არის ერთი საგადასახადო ტვირთი  და მეორე -საკრედიტო ტვირთი. საგადასახადო ტვირთი დიდი არ არის ჩვენთან, მაგრამ საკმაოდ დიდი არის ჯამში თუ ავიღებთ ტვირთს კრედიტთან ერთად, რადგან კრედიტის პროცენტი ჩვენთან საკმაოდ მაღალია. სწორედ ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი არის უპირობოდ და უსასყიდლოდ განხორციელდეს კერძო საკუთრების ფორმირება“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.

 

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ თუ საფონდო ბაზარს განვავითარებთ და კერძო საკუთრების დროულად ფორმირებას განხორციელებთ, ქვეყანას ეძლევა შანსი ინვესტიციების დიდი წილი მიიზიდოს.


„მსოფლიოს ქვეყნებში აუცილებლად აღდგება საფონდო ბაზრები, რომელიც დღეს სტაგნაციას განიცდის, იმ მომენტისთვის ჩვენ რეფორმა უკვე უნდა გვქონდეს ჩატარებული. პრივატიზების პროცესი ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ, რომლის შედეგადაც, კრიზისი ჩვენთვის იქნება პროგრესის მომტანი და არა რეგრესის. ჩვენი ეკონომიკა გააკეთებს ძალიან დიდ ეკონომიკურ ნახტომს. მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგში ხდება გადაწყობა და ეს აშკარად გაცხადებული პოლიტიკაა, რადგან კორონავირუსმა როგორც კი წარმოშვა ეკონომიკური პრობლემები, გაცხადდა, რომ რიგ რეგიონებს მსხვილი ინვესტიციები დატოვებს. შესაბამისად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი არეალი, სხვა თანაბარ პირობებში, თანაბარი შანსების მქონე, მაგრამ გეოგრაფიული არეალით და ჩვენი ზოგადი მისწრაფებებით ეს შანსები არის გაზრდილი და თუ ჩვენ გავატარებთ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ამ შემთხვევაში რასაკვირველია დიდი წილი ინვესტიციებისა, ეკონომიკური სიმძლავრეებისა სწორედ რომ ჩვენთან წამოვა“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up