ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია, რომ 100 %-იანი შკალიდან ჩვენმა ქვეყანამ 77 %- მიიღო

ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია, რომ 100 %-იანი შკალიდან ჩვენმა ქვეყანამ 77 %- მიიღო

access_time2018-10-08 15:32:14


„კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 77.4%-ი დაიმსახურა, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია.“- ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე მსოფლიო ბანკის მიერ მმართველობის ინდიკატორების ახალი კვლევის შედეგებს.


ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.



„ზოგადად მსგავსი კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რადგა ამ კვლევებზე ეფუძნება შემდეგ თვითონ სახელმწიფოების ნდობა,ინვესტორების ნდობა მოცემული სახელმწიფოს მიმართ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიქნებით ასეთ კვლევებში წარმოდგენილი. მითუმეტეს უფრო მნიშვნელოვანია ,როდესაც ასეთ კვლევებში ვართ წარმოდგენილი წამყვან პოზიციაზე ,რაც საკმაოდ სასიხარულოა . ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში მოწინავე ქვეყანას და პრაქტიკულად ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ამ ნაწილში ვუსწრებთ. ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ მსოფლიო ბანკის კვლევა შეიძლება იყოს მიკერძოებული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენზე გაცილებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფოები არიან ამ კვლევაში წარმოდგენილი და შეუძლებელია ხელოვნურად მომხდარიყო ამ პოზიციის განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია ისი, რომ 100 %-იანი შკალიდან ჩვენმა ქვეყანამ 77 %- მიიღო, პრაქტიკულად საქართველოს არც ერთ წელს არ ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი. „ -აცხადებს ოთარ ანგურიძე.


გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო.


(R)





ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...


მსგავსი სიახლეები

up