ლიუ ჰუი-„ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში

ლიუ ჰუი-„ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში

access_time2019-10-22 12:25:53

მე მაქვს ერთი სურვილი, ძალიან მინდა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთში ჩაატაროს ფორუმი, რომლის მიზანი იქნება უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე განცხადებით, საქართველოში არაერთი კერძო და სახელმწიფო ჩინური კომპანიაა, რომლებიც ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ. ლიუ ჰუი იმედოვნებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წარმატების მომტანი იქნება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი ახსენა.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. როგორც იცით, ეს არის ჩვენს მიერ ამ რეგიონში ხელმოწერილი პირველი ამგვარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 900 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩინეთის ინვესტიციით შექმნილი სპეციალური ეკონომიკური ზონები და ინდუსტრიული პარკები ძალიან დიდი წარმატებით მუშაობენ. ჩინური კომპანიების ინვესტიციით საქართველოში არაერთი საწარმო და კომპანია არაერთ დარგში მუშაობს. მაგალითად: ავტომაგისტრალების, გვირაბების, ელექტროსადგურების მშენებლობის მხრივ. ვიცით, რომ საქართველო არის ყველაზე მოკლე მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი ფორუმი. ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელსაც მოჰყვება ძალიან ფართო გამოხმაურება საზოგადოებისა და მთავრობების მხრიდან. ეს სწორედ, „აბრეშუმის გზის“ სულისკვეთების გამოხატულებაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე კომპანიები და მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში. მჯერა, რომ ეს ფორუმი დიდი წარმატების მომტანი იქნება. განსაკუთრებით სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და ა.შ.“, - განაცხადა ლიუ ჰუიმ.

 

bpn.ge





„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up