არის სექტორები, რომელთაც ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ ძალების მოსაკრებად - Grant Thornton

არის სექტორები, რომელთაც ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ ძალების მოსაკრებად - Grant Thornton

access_time2021-01-09 10:00:46

 რადიო კომერსანტის  ეთერში აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Grant Thornton- ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ  2020 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 


რა თქმა უნდა კორონავირუსმა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობაზე,  ბიზნესებზე,  ყოველდღიურობაზე,   საქმიანობის  სტილზე და ბიზნესის ორგანიზების პროცესებზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა  შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ  საკმაოდ  სწრაფად  მოვახერხეთ დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა და ეს  შევძელით  ისე, რომ  არც ერთ  ჩვენ კლიენტს  ჩვენი მხრიდან შეფერხება ან  ჩავარდნა არ  ჰქონია. 

ფინანსურ  მაჩვენებლებს  თუ  შევხედავთ, როგორც  ადგილობრივად ასევე  გლობალურად ზრდა გვქონდა, ბოლომდე წელი შეჯამებული არ გვაქვს, თუმცა ზრდა ნამდვილად გვაქვს. რაც  ყველაზე მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი სახელფასო ხარჯების გაზრდა.

 წელს ჩვენი ხელფასები უფრო მეტი  იყო ვიდრე  შარშან.  ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატების ყველაზე კარგი ინდიკატორი -   აღნიშნა ვახტანგ  ცაბაძემ. 


რაც  შეეხება  2021 წლის  სამომავლო გეგმებს,  ვახტანგ  ცაბაძე  აღნიშნავს, რომ  Grant Thornton- ის კოლეგებიც  და კონკურენტებიც მომავალი  წლიდან  სხვანაირად  გააგრძელებენ მუშაობას.


ჩვენ  აუდიტორები და კონკრეტულად  Grant Thornton-ი მომავალ წელს  აუცილებლად ვიმუშავებთ სვხანაირად. 

ჩვენ  ამისთვის  ტექნოლოგიურად  მზად ვართ,  2020 წელს  ყველაზე დიდი ინვესტიციები ტექნოლოგიებში ჩავდეთ , რაც დაგვეხმარება  იმაში, რომ მომავალში  ჩვენი  სერვისი კლიენტებს უფრო კომფორტულად მივაწოდოთ.

კორონავირუსის ფონზე,  ფინანსურ  გეგმებზე საუბარი  ცოტა რთულია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან  რაღაცეების დალაგება დაიწყება. - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ



კითხვაზე თუ რომელ სექტორზე აისახა   კორონავირუსის გავლენა  ყველაზე  მწვავედ. ვახტანგ ცაბაძე პასუხობს, რომ  პანდემია ყველაზე  მწვავედ  სარესტორნო ბიზნესებს და საცალო ვაჭრობის სექტორს შეეხო. ხოლო სხვა სექტორებში  ჯერჯერობით  ისეთი კრიტიკული  გავლენა არ  ყოფილა. 


"ვფიქრობ რომ რთული სიტუაცია გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება,  აქამდე  კომპანიები  ინერციით და არსებული რესურსებით აგრძელებდნენ მუშაობას.

ძალიან კარგია, რომ ვაქცინა სწორედ ახლა გამოჩნდა და მგონია, რომ ეს დაგვეხმარება იმაში, რომ რაღაც სექტორები ბოლომდე არ ჩამოიშალოს,". -  ვახტანგ  ცაბაძე


ვახტანგ ცაბაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა იმუშავებს ეკონომიკა 2021 წლის ბოლოსთვის  შეძლებს რომ 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს.


რის  სექტორები, მაგალითად ავიაგადაზიდვები, რომელთაც  ძალიან  დიდი  ხანი  დასჭირდებათ იმისათვის, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდენ. ყველაფერი სექტორებზეა დამოკიდებული,  თუმცა მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი -  ვახტანგ  ცაბაძე.


თაკო კვაჭანტირაძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up