„ძალიან გამიხარდებოდა, თუ იმის შნო მაინც ეყოფათ, რომ ის ფული, რასაც არიგებენ, დროულად მიიტანონ ბენეფიციარებთან“

„ძალიან გამიხარდებოდა, თუ იმის შნო მაინც ეყოფათ, რომ ის ფული, რასაც არიგებენ, დროულად მიიტანონ ბენეფიციარებთან“

access_time2020-05-13 17:25:48

საქართველოს ეკონომიკაში სიტუაცია ძალიან მძიმეა“ - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.ქობულიამ კორონავირუსის გამოწვეულ კრიზისსა და ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია მარტივი არაა და აქედან სწრაფი გამოსავალი არ იქნება.


„ამ კრიზისმა განსაკუთრებით დაარტყა ჩვენ მოწინავე სექტორებს, ისეთებს როგორიცაა ტურიზმი. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ეკონომიკის სექტორების გარდა, ამ კრიზისმა დაარტყა საქართველოსთვის შემოსავლების ძალიან დიდ წყაროს, რაც არის უცხოეთიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადმორიცხვები, რაც მილიარდ დოლარზე მეტია წელიწადში. ამიტომ სიტუაცია არ არის მარტივი და სწრაფი გამოსავალი აქედან არ იქნება, მაგრამ სისტემური მუშაობაა საჭირო, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.


ხელისუფლების ქმედებებს და გეგმებს რაც შეეხება, უმეტესად რასაც ვაკვირდები, მივესალმები. გარედან კრიტიკა მარტივია, მაგრამ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობაში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. უცნობი სიტუაციაა, რაც მსოფლიოსა და საქართველოში ჩამოყალიბდა და ნებისმიერი მთავრობის ხელმძღვანელები ფრთხილობენ ასეთ სიტუაციაში.


მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, რომ ფული, რომელიც შემოვა საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის, მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ სახსრების სწორად გადანაწილებისთვის და იმისთვის, რომ დროულად მივიდეს იმ ბენეფიციარებთან, საჭიროა გვქონდეს ეფექტურად მომუშავე სახელმწიფო მანქანა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ცალკეული თანამშრომლები შეიძლება ძალიან კვალიფიციურები არიან მთავრობაში, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფო მანქანა არ არის კვალიფიცირებული, სახელმწიფო მოხელეების უმეტესობა დემოტივირებული და არაკვალიფიცირებულია. ასეთ პირობებში ძალიან გამიხარდებოდა თუ იმის შნო მაინც ეყოფათ, რომ აი ის ფული, რასაც არიგებენ, მაინც მიიტანონ დროულად ბენეფიციარებთან,“-განაცხადა ქობულიამ.


bpn.ge





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება
access_time2020-06-01 10:45:22
დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში მუშობის განახლებას შეძლებენ ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. რესტორნებსა და კაფეებში მაგიდებს შორის უნდა იყოს არანალებ 2 მეტრიანი...

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up