რაჭის სასტუმროებისთვის ზაფხულის სეზონი თითქმის ჩავარდა

რაჭის სასტუმროებისთვის ზაფხულის სეზონი თითქმის ჩავარდა

access_time2020-07-02 13:00:25

15 ივნისიდან  საქართველოში  შიდა ტურიზმი დაშვებული გახდა, თუმცა სასტუმროების ნაწილს დამსვენებლის სიმცირის გამო მუშაობის განახლება უჭირს, ერთ-ერთი ასეთია სამვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილს პლაზა“, რომელიც რაჭაში  ამბროლაურის ცენტრში მდებარეობს. როგორც  „კომერსანტთან“ სასტუმროს  მფლობელი ირაკლი გობეჯიშვილი აცხადებს, ტურისტების აქტივობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 


„19 ნომერი მაქვს და  ამ წუთას  აბსოლუტურად  ყველა  ნომერი  არის  ცარიელი, მხოლოდ ერთი „ჯავაშანი“ მივიღე, ისიც ორი დღით. ხალხს  ალბათ  ეშინია, თორემ  გასულ  წელს  ვმუშაობდი, რაღაც  განსაკუთრებული არ ყოფილა,  მაგრამ  ისეთ პრობლემა არ მქონია, რომ  გადასახადი ვერ გადამეხადა, ან  ხელფასები  ვერ  გამეცა“ - აღნიშნავს ირაკლი გობეჯიშვილი.


გობეჯიშვილმა „კომერსანტთან“  საუბარში ასევე  აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იძლებული გახდა თანამშრომლების რაოდენობა შეემცირებინა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა ვერც მათთვის  შეძლებს  ხელფასების  გადახდას.„როდემდე გავძლებ მე  ჩემი სახსრებით  არ ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა  და ივლისს იმედის თვალით მივჩერებივარ, რომ იქნებ რამე იყოს,“-აღნიშნავს გობეჯიშვილი. 


სასტუმრო „ჰილს პლაზას“ დამფუძნებელი საფასო პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მასთან 1 სტანდარტული ნომრის ფასი 80 ლარს შეადგენს. მისი მტკიცებით, რეგიონში  ტენდენცია ასეთია -დამსვენებლები წელს შედარებით დაბალი ფასიდან გამომდინარე   პრიორიტეტს საოჯახო სასტუმროებს ანიჭებენ.  



„რაჭაში  ახლა თითქმის  ყოველი მეოთხე  ოჯახს საკუთარ სახლებში სტუმრებისთვის რამდენიმე ოთახი აქვთ დათმობილი, ისინი  ძალიან მინიმალურ  ფასად  იღებენ სტუმრებს,  არანაირი  გადასახადის გადახდა არ უწევთ. რა თქმა უნდა, მე  იმათთან ვერ მივალ  და  კონკურენციასაც  ვერ  გავუწევ იმხელა  გადასახადები მაქვს. ცოტა  წარმოუდგენელია, რომ  სტუმარი  10 ან 20  ლარად მივიღო.შესაბამისად, მე  საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვარ,“-აცხადებს გობეჯიშვილი. 



„კომერსანტი“ ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროს „საფურის“ მფლობელს დავით  გოგობერიშვილს  დაუკავშირდა.მისი განმარტებით, სასტუმრო   ძირითადად  კორპორატიულ საღამოებზე და საექსკურსიო ჯგუფებზე  მუშაობდა, რაც  ძირითადად მაისი - ივნისის პერიოდს ემთხვეოდა.


„გავიხსენით და  მზად ვართ, მაგრამ  პანდემიიდან  გამომდინარე რისი იმედიც გვქონდა წელს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა,  ჩვენ  უფრო ვმუშაობდით გაზაფხულის  პერიოდში, საექსკურსიო ჯგუფები მოდიოდნენ, ასევე კორპორატიულ  საღამოებს  ატარებდნენ. ივლის-აგვისტოზე უფრო, ჩვენ აპრილში და მაისში გვქონდა აქტივობა, რადგან მაგ პერიოდში გავიჭედეთ,  ჩათვალეთ  რომ  წლევანდელი სეზონი ჩენთვის არის  უკვე  ნული,“-აღნიშნავს გოგობერიშვილი. 



თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up