სავალდებულო ინსპექტირების რეფორმამ ქალაქი  გამონაბოლქვისგან ვერ გაათავისუფლა - ეკა ლალიაშვილი

სავალდებულო ინსპექტირების რეფორმამ ქალაქი გამონაბოლქვისგან ვერ გაათავისუფლა - ეკა ლალიაშვილი

access_time2019-09-17 13:00:58

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმისგან ორი მოლოდინი გვქონდა  - საგზაო შემთხვევებისა და გამონაბოლქვის შემცირება.  სამწუხაროდ,ის სტატისტიკა არ არსებობს, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენი საგზაო შემთხვევა ხდება გაუმართავი ავტომობილების მიზეზით. შესაბამისად, ვერ ვადარებთ შემცირდა, თუ  არა ეს მაჩვენებლი  წინა პერიოდთან შედარებით. თუმცა, დიდი მოლოდინი არ არის, რომ რადიკალურად შეიცვალა რამე, ოდნავ  უკეთესი ხარისხი შეიძლება იყოს, ვიდრე იყო აქამდე.  მეორე პრობლემური საკითხი - ძალიან ბევრია ავტომობილი, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება და კვლავაც სერიოზულად აბინძურებს გარემოს.  ეს ნიშნავს,  რომ ამ ნაწილში გვაქვს ჩავარდნა, რადგან ქუჩაში გამონაბოლქვის შემოწმება არ ხდება და გვჭირდება რაღაც ახალი მექანიზმების შემუშავება.“ -  ასე აფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მეორე წელს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.


„კომერსანტმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოითხოვა 2019 წლის დასაწყისიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპეტირების შედეგები. 2019 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ტექნიკური ინსპექტირება გაიარა სულ 529 346 მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ,  აქედან 1171 -ს გადაადგილება  აეკრძალა,  პირველადი დათვალიერებით 306 907 ავტომობილი გაუმართავი ავტომობილების კატეგორიაში გავიდა და მათ მოუწიათ სერვის ცენტრებში ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ძირითადად გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან იყო დაკავშირებული. ხოლო 220 760 -მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირების პროცესის შედეგად დადებითი შეფასება მიიღო.

 



ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ქუჩაში გამონაბოლქვის მაჩვენებლის შემოწმების არარსებობა მძღოლებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გზებით გვერდი აუარონ ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკაშირებულ სანქციებს და ისინი კვლავაც აგრძელებენ გარემოს დაბიძნურებას. მანვე განაცხადა, რომ ავტომობილის არაერთი მფლობელი ამჯობინებს ჯარიმის გადახდას, ვიდრე ავტომობილის წესრიგში მოყვანას.


„ჩვეულებრივმა მოქალაქემაც კი ერთი შეხედვით რომ შეაფასოს, მარტივია იმის თქმა,  რომ ამ რეფორმამ ვერ შექმნა მოლოდინი, რომ გამონაბოლქვისგან გათავისუფლდეს ქალაქი.  უკვე მეორე წელი მიილია, რაც ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა და აშკარაა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო სერიოზული მოქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ ეს გამონაბოლქვი შემცირდეს. მთავარი პრობლემა რაც ავტოსაგზაო საშუალებებს უკავშირდება, ესაა გამონაბოლქვის კონტროლის არარსებობა ქუჩაში, რაც ბიძგს აძლევს მძღოლებს, რომ ერთჯერადი მანიპულაციებით გავიდნენ ფონს, გაიარონ ტექნიკური ინსპექტირება და შემდეგ კვლავ ასე აბინძურონ ჰაერი.  მეორე პრობლემა არის ის სანქციები,  რომელსაც 30-დღიანი ვადა აქვს, ეს ეხმარება მძღოლებს, რომ დროულად არ მივიდნენ ინსპექტირების ცენტრებში და რიგ შემთხვევაში შეიძლება მათთვის ხელსაყრელი იყოს ჯარიმის გადახდა, ვიდრე ავტომობილის შეკეთება, რომელიც მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული - ვფიქრობ, ეს არის შესაცვლელი,“ - აცხადებს ლალიაშვილი „კომერსანტთან“


ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. სავალდებულო ინსპექტირება თავდაპირველად შეეხო მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს. პირველი ივლისიდან კი სავალდებულო ინსპექტირება კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებისთვის გახდა. ოქტომბრიდან მხოლოდ იმ მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. სულ საქართველოს მასშტაბით 40 ტესტირების ცენტრია.


მარიამ მორგოშია





„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...


მსგავსი სიახლეები

up