„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ

access_time2019-11-14 20:29:16

რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას 17 ნოემბერს გამართავენ. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქის ღირსება გათელეს ფეხქვეშ.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს გვქონდა თათბირი, დავილაპარაკეთ. ერთი რამ მინდა გითხრათ, ამის მოთმენა არ შეიძლება, ვინც სახლში ხართ გამოდით, რადგან სახელმწიფო გარდა, არაფერი დაგრჩათ და იმასაც გართმევენ. აძლევთ ამ სახელმწიფოს ოლიგარქს? გამოდით ქუჩაში, რა გინდათ ამ დროს სახლში. იმ თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისია და შეთანხმება შეთანხმებაა. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი, გაერთიანებულია, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზეა გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა სამოქალქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო-ში. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე. ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი არის ის, რომ გაძლევენ დაპირებებს და ეს დაპირებები მიაქვთ, შემდეგ ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას, თქვენ არ გეცინებათ. ტელევიზორში რომ გვეუბნებით, ხუნდაძე აუმხედრდა ივანიშვილსო, ბარემ ის გეთქვათ, რომ დილას ივანიშვილის ფეხსაცმელები აუმხედრდა ივანიშვილს, არ გეცინებათ თქვენ თვითონ. ოპოზიცია ერთად არის, ამისთანა ერთობა ოპოზიციას არ ჰქონია ეროვნული მოძრაობის შემდეგ. 28-ში მაშინ ოპოზიციამ მიაღწია ცესკო-ს შემადგენლობის გამოცვლას და დამთავრდა კომუნიზმი საქართველოში, ამას ყველაფერს მივაღწევთ. ქართველებს სახელმწიფო გარდა არაფერი აღარ დაგვრჩა. 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, არ დავუთმოთ ეს სახელმწიფო, რადგან არავინ გვაპატიებს ამას. 23 ნოემბერი მოდის და გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ საქართველოში. 17 ნოემბერს ყველანი დიდ მიტინგზე“, – განაცხადა ვაშაძემ.


1ტვ




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up