შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკახმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.
ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად მას ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც დაზუსტდება სამართლებრივი კვალიფიკაცია.
„პოლიციამ მოახდინა მოქალაქის იდენთიფიცირება. პირი უკვე გამოიკითხა პოლიციის განყოფილებაში. გამოძიება 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება, ან დაღუპვა გამოიწვია“, – განუმარტეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.
ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.
ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს. ჰასკის ხვალ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდება. უკვე ცნობილია, რომ მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აქვს.
წყარო: primetime.ge