ძაფების მწარმოებელი საწარმო Geofibre, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, კადრების დეფიციტზე აცხადებს

ძაფების მწარმოებელი საწარმო Geofibre, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, კადრების დეფიციტზე აცხადებს

access_time2022-08-04 12:00:36

ძაფების მწარმოებელი საწარმო Geofibre, რომელიც ბათუმში თამარის დასახლებაში მდებარეობს, კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დღეისათვის Geofibre 120-მდე თანამშრომელს აასაქმებს, თუმცა საწარმოს დაზგის ოპერატორების დეფიციტი აქვს, რადგანაც სათანადო მუშახელი არ არსებობს. Geofibre მზადაა მსურველებს ხელობა ასწავლოს და გადაამზადოს, თუმცა მსურველები არ ჩანს. 


„ჩვენ ზოგადად აგვყავს და სათანადოდ ვამზადებთ კიდეც, მაგრამ ინტერესი არ არის. ხალხი არ არის საერთოდ. ხომ უნდა შემოვიდეს ვაკანსია, რომ ავიყვანოთ?", - განმარტავს Geofibre-ს წარმომადგენელი გელა გაბაიძე. 


კომპანია, რომ კადრების დეფიციტს განიცდის და დაზგის ოპერატორებს ეძებს, ეს Geofibre-ს facebook-ის გვერდიდანაც კარგად ჩანს. დღეის მონაცემებით დაზგის ოპერატორების ხელფასი 750 ლარიდან იწყება და 1000 ლარამდე ადის. იმავდროულად უფასოა ტრანსპორტირება და კვება. კომპანიის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან სათანადო დაზღვევითაც.



რაც შეეხება წარმოებას. Geofibre-ს წარმოების მოცულობა თვეში 45-დან 50 ტონამდე ძაფის წარმოებაა, რომელიც ხალიჩების მოსაქსოვად არის განკუთვნილი.კომპანიას ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს, ბათუმში გადაამუშავებს და ამის შემდეგ ისევ თურქეთში, ხალიჩების მწარმოებელ საწარმოებს აწვდის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძაფებზე მოთხოვნა მზარდია.  საწარმოში ყველა ფერის ძაფის წარმოება ხდება, რის შეკვეთასაც დამკვეთიდან წინასწარ იღებს. პროდუქცია თურქეთში საავტომობილო გზით გადის და მიწოდების ჯაჭვი საკმაოდ აქტიურია. 


თუმცა მზარდი ინფლაციის ფონზე, ბოლო რამდენიმე თვეში . Geofibre-ს ნედლეული ფაქტობრივად 30%-ითაა გაუძვირდა და  შესაბამისად კომპანიამაც საექსპორტო პროდუქციის ფასი გაზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up